2018 წელს სავსე მთვარეს "ყინულის მთვარეს", ზოგჯერ კი "ცივ მთვარეს" უწოდებენ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2018 წლის დეკემბრის სავსე მთვარე ზამთრის ბუნიობის მომდევნო დღეს არის. 21 დეკემბერს ზამთრის ბუნიობაა, ანუ ამ დროს წლის ყველაზე გრძელი ღამე და ყველაზე მოკლე დღეა, მომდევნო დღეს კი, სავსემთვარეობაა. ზამთრის ბუნიობა და სავსემთვარეობა ერთმანეთს ემთხვევა. ასეთი მოვლენა ბოლოს 2010 წელს მოხდა, ხოლო შემდგომი 2094 წელს მოხდება.
22 დეკემბრის სავსე მთვარეობა პოზიტიურ ცვლილებებს და სასიამოვნო სიურპრიზს გვპირდება. ამ დღეს იქნებით უფრო მეტად ენერგიულები, კონცენტრირებულები და წარმატების მიღწევისკენ ორიენტირებულები.
იგრძნობთ, რომ გინდათ რაღაც ახალი გამოცადოთ, ახალი გამოცდილება მიიღოთ. საკუთარ თავში უფრო მეტ ძალას იპოვით და ამ ძალის წყალობით პრობლემებს მარტივად მოაგვარებთ. მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რომლებიც სამომავლოდ თქვენს ცხოვრებას პოზიტიურ მიმართულებას მისცემს. მოსალოდნელია, რომ შეიძინოთ ახალი მეგობრები, რომლებთანაც მყარი ურთიერთობა ჩამოგიყალიბდებათ.
ეს შესანიშნავი დროა იმისთვის, რომ თავიდან მოიშოროთ ყველა და ყველაფერი, რაც გაღიზიანებთ და რაც სრულფასოვან, ბედნიერ ცხოვრებაში ხელს გიშლით.
დაბოლოს, 2018 წლის ბოლო სავსე მთვარე დაკავშირებულია ორიონის თანავარსკვლავედთან, რომელიც უდიდეს ძალასა და სიმდიდრესთან ასოცირდება. სწორედ ამიტომ, ელოდეთ, რომ ახალგაცნობილი ადამიანები შემოგთავაზებენ შესაძლებლობებს, რაც თქვენს კარიერას, ფინანსურ მდგომარეობას უდიდეს წარმატებას მოუტანს და ასევე წარმატებულები იქნებით სიყვარულშიც.