ფერადი ფანქრებისა და სუფთა ფურცლის დანახვაზე ხდება დამყოლი და მშვიდი. ასტროლოგებს კი მიაჩნიათ, რომ იმის გათვალისწინებით, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნით მოევლინა ქვეყანას თქვენი პატარა, შეგიძლიათ მისთვის შესაფერისი გასართობი უპრობლემოდ შეარჩიოთ.
მაშ ასე, თუკი ოჯახში პატარა ვერძი გეზრდებათ – გამომდინარე იქიდან, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ბავშვები ჰიპერაქტიურთა კატეგორიას განეკუთვნებიან, მისთვის შესაფერისი გასართობი ბურთის თამაში, ველოსიპედით სეირნობა, გორგოლაჭებით გადაადგილება ან ნებისმიერი სახის დინამიკური გართობა იქნება. იმ შემთხვევაში კი, თუ თქვენ გინდათ, პატარა ვერძის ყურადღება ინტელექტუალური განვითარებისკენ მიმართოთ, წასაკითხად ფერად ნახატებიანი (სასურველია ხმოვანი გაფორმების მქონე) წიგნები უნდა შეურჩიოთ, რომლის სიუჟეტიც მამაც გმირებზე და ულამაზეს დედოფლებზე მოგვითხრობს.