დილემა, შვება და ტრაგედია ფულია. ფინანსები და მისი გამომუშავების თემა ალბათ ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში პრიორიტეტული საკითხია. თუმცა, ხშირად ჩვენ საერთოდ არ ვაკვირდებით იმას, კონკრეტულად ის საქმე, რომლესაც ვაკეთებ რამდენად გვიყვარს და გვეხალისება. ასტროლოგები კი თვლიან, რომ ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშანს საკუთარი "ოქროს საბადო" გააჩნია ნიშის თვისებებიდან გამომდინარე. მთავარია, თითოეულმა ჩვენგანმა სწორად ვიპოვნოთ საქმიანობის სფერო და პროფესიული სარბიელი.
დღეს იმის შესახებ მოგიყვებით, რა მეთოდებით ჯობია ვერძმა გამოიმუშაოს ფული.
ვერძის ნიშნით მოუსვენარი და აქტიური ადამიანები იბადებიან. დამოუკიდებლობის სიყვარული ალბათ უმთავრესი მიზეზია იმისა, რომ ამ ადამიანებს შორის იშვიათად შეხვდებით უსაქმურს და სხვისი ხელის შემყურეს. უფრო მეტიც, ბევრი ვერძი პატარა ასაკიდან იწყებს საკუთარი ჯიბის ფულის გამომუშავებას. ამასთან ერთად მათში საკუთარი თავის რწმენას მაღალია, რის ხარჯზეც ვერძები ადვილად ახერხებენ სამსახურის შოვნას.
თუმცა ფიცხი ხასიათის გამო არცთუ იშვიათად უწევთ სამუშაო ადგილის ხმაურიანი კონფლიქტით დატოვებაც. ასტროლოგები ვერძს ურჩევენ ფულის გამომუშავება რეკლამის, მარკეტინგის, გაყიდვების, მენეჯმენტის სფეროში სცადოს. ეს ხალხი თავს კარგად იმკვიდრებს იურისპრუდენციასა და ქირურგიაშიც. არანაკლებ მომგებიანია ვერძისთვის შოუბიზნესი და სახელოვნებო სფერო (თეატრისა და მუსიკის გარდა).
ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულები ხშირად კარგი მოცეკვავეები ან სპორტსმენებიც დგებიან, იმიტომ რომ მარსი ვერძის პლანეტა ხელს უწყობს მათში პლასტიკისა და ფიზიკური აქტივობის წარმოქმნას.