მეკვლის სტუმრობა მთელი რიტუალია, რომელსაც ძველად ზედმიწევნით ზუსტად იცავდნენ. შუაღამის დადგომის შემდეგ სახლიდან არავინ გადიოდა, სანამ მეკვლე არ ესტუმრებოდათ. ეს უკანასკნელი ტკბილეულითა და ხილით ხელდამშვენებული მოდიოდა. მეკვლეობა, სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციიდან იღებს სათავეს. სტუმრის მიღება, ტრადიციულად, ოჯახის ღირსებად ითვლება და ქართველ კაცსაც უჩნდება პრეტენზია - ეს ღირსება ახალ წლის პირველ წუთებშივე დაიცვას.
მეკვლე, პირველ ყოვლისა, სტუმარს ნიშნავს და ოჯახის წევრის გარეთ გასეირნება და უკან შემობრუნება მეკვლეობად არ ითვლება . საერთოდ, მეკვლეს ძველ საქართველოში წინასწარ ირჩევდნენ. პირველ რიგში, ის ოჯახის ახლობელი და სასურველი სტუმარი უნდა ყოფილიყო. ეს ტრადიცია დღესაც შენარჩუნებულია. " შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი - კვალი ანგელოზისა ", ასეთია მეკვლის დალოცვა.
2019 წელს საკმარისი არ იქნება უბრალოდ დალოცვა და ოჯახში ტკბილეულის მიტანა . იმისთვის, რომ მეკვლემ სახლში ხვავი და ბარაქა შეიტანოს აუცილებელია:
1. ცალ ხელში ეჭიროს ბრინჯით/ხორბალით სავსე ჯამი ან ღრმა თეფში. სახლის ზღურბლზე მარჯვენა ფეხით გადაბიჯებისას ბურღულეული უნდა მოაყაროს შემოსასვლელს. რაც უფრო მეტად მიმოიფანტება მარცვლები და მით უკეთესი.
2. ბრინჯში/ხორბალში იდოს ოცთეთრიანები.
3. მეორე ხელში უნდა ეჭიროს ხილითა და თხილით სავსე სინი.
4. მეკვლეს ჯიბეში ეყაროს ორლარიანები (ერთი მაინც), რომელსაც ამოიღებს და ოჯახის ყველაზე პატარა წევრს აჩუქებს.
5. მეკვლეს უნდა ეკეთოს ბრჭყვიალა სამკაული, აქსესუარი ან ჯიბეში ედოს ბრჭყვიალა ნაჭერი.
ღორისთვის ფინანსები მნიშვნელოვანია, ამიტომ თქვენს მომავალ მეკვლეს მიაწოდეთ საჭირო ინფორმაცია.