(ანუ მას შემდეგ, რაც გველის წელი რეალურად შევიდა ძალაში) ამ წლის მმართველისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული თვისებები ექნებათ.
ზოგადად, გველის წელში დაბადებული ადამიანები არცთუ მარტივი ხასიათით, მაგრამ ბრწყინვალე აზროვნების უნარითა და სიბრძნით არიან დაჯილოდვებულნი. ისინი ყოველთვის ხანგრძლივი ფიქრის შედეგად იღებენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. თუმცა ნაკლებად გამოირჩევიან კონტაქტურობითა და უხვსიტყვიანობით. გამომდინარე იქედან, რომ წლევანდელი წელი შავი წყლის გველის წელია, ამ წელს დაბადებული ადამიანების უმრავლესობა მომხიბვლელი გარეგნობითა და უზომო სექსუალურობით იქნება დაჯილდოებული. გოგონები მისტიკურად ლამაზები, ბიჭები კი ქარიზმატულები და სუსტი სქესის გულთამპყრობელები გაიზრდებიან. თუმცა, მოდით, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით განვიხილოთ ის, თუ კონკრეტულად როგორი სახასიათო შტრიხები დაჰყვა გველის წელიწადის გავლენით თქვენს პატარას, რომელიც 2013 წელს მოევლინა ქვეყანას:
თუკი პატარა ვერძის ზოდიაქოს ნიშნით დაიბადა
– იგი სიმყუდროვისა და სითბოს მოყვარული ადამიანი იქნება. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას საკუთარი სივრცე არ უნდა დაუტოვოთ. აუცილებელია პატარა ვერძი, მცირე ასაკიდან მიაჩვიოთ წესრიგსა და სხვებისთვის ანგარიშის გაწევას. თორემ დიდ ასაკში მისგან უაპელაციო ეგოისტი გაიზრდება. იგი უზომოდ ნიჭიერი და გამჭრიახი იქნება. ნებისმიერ ინფორმაციას მომენტალურად აითვისებს. ამასთან გველი მას კარგი ადაპტაციის უნარითა და ექსცენტრულობით დააჯილდოებს. რაც სამომავლოდ ბრწყინვალე კარიერის გაკეთებაში შეუწყობს ხელს.
თუკი პატარა კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაიბადა – იგი საკმაოდ ემოციური და ჭირვეული ხასიათით იქნება გამორჩეული. თუმცა, უკვე მოზრდილ ასაკში, მისი პრაქტიკული აზროვნების უნარი და წინდახედულება არაერთგზის გაგაოცებთ. შესაძლოა იგი ზოგჯერ "თეთრი ყვავივით" გრძნობდეს თავს თანატოლებში; იმიტომ რომ, სხვა დანარჩენ ბავშვებს დიდწილად გაუსწრებს გონებრივი განვითარების კუთხით. თუმცა ამან არ შეგაშინოთ. მისგან სამომავლოდ დიდი მოაზროვნე და ჩამოყალიბებული პიროვნება გაიზრდება.
თუკი პატარა ტყუპის ზოდიაქოს ნიშნით დაიბადა – მზად იყავით იმისთვის, რომ იგი ძალიან ადრეული ასაკიდან დაიწყებს სიარულს და საუბარს. მისი კრეატიულობა არაერთგზის გაგაოცებთ. თუმცა მოგიწევთ პატარა ტყუპის დაბადებიდანვე კარგი საბავშვო ლიტერატურით შეიარაღდეთ, იმიტომ რომ, ამ წელს დაბადებული პატარა ტყუპი განსაკუთრებულ ინტერესს გამოიჩენს ზღაპრების (ზოგადად მშობელთან მენტალური კონტაქტის) მიმართ.
თუკი პატარა კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნით დაიბადა
– იგი განსაკუთრებული ემოციურობითა და სენსიტიური აღქმის უნარით იქნება დაჯილდოებული. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დედასთან (ზოგადად ოჯახის მანდილოსან წარმომადგენლებთან) მჭიდრო კონტაქტი და უსაფრთხოების, დაცულობის შეგრძნება. იგი სიტყვაძუნწი და ფრთხილი იქნება. თუკი მასში მოგვიანებით სამსახიობო ან რაიმე სახის სახელოვნებო ნიჭს აღმოაჩენთ (რაც სავსებით მოსალოდნელია) სასურველია, ხელი შეუწყოთ მას ამ ნიჭის განვითარებაში.
თუკი პატარა ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაიბადა – მცირე ასაკიდანვე ჩამოყალიბდება "არაფორმალურ ლიდერად", მოგვანებით კი როგორც ოჯახში, ისე სამეგობროში მისი სიტყვა ყოველთვის გადამწყვეტად ჩაითვლება. იგი დაბადებიდანვე გაგაოცებთ სიჯიუტითა და პრინციპულობით. თუმცა თანდაყოლილი ქარიზმისა და მომხიბვლელობის წყალობით ყოველთვის შეძლებს მიიღოს ის რაც სურს. თუმცა, საამისოდ არასოდეს დაიწყებს აქტიურ ბრძოლას.
თუკი პატარა ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაიბადა – თანდაყოლილი სიმშვიდითა და გაწონასწორებულობით იქნება გამორჩეული თანატოლებისგან. იგი გონებამახვილი და გამჭრიახი ბავშვი დადგება, რომელიც სასურველი მიზნის მისაღწევად არასოდეს მოაწყობს ისტერიკებს. თუ იგი გოგონაა დედისთვის ჭეშმარიტი მეგობრისა და მარჯვენა ხელის ფუნქციას ითავებს, ხოლო თუ ბიჭია – ოჯახზე მზრუნველი და ახლობლების ინტერესების დამცველი ადამიანი ეყოლებათ მშობლებს გვერდით.
თუკი პატარა სასწორის ზოდიაქოს ნიშნით დაიბადა – იგი განსაკუთრებული ვიზუალური მონაცემებითა და უჩვეულო შემოქმედებითი ნიჭით იქნება დაჯილდოებული. თუმცა მიუხედავად სასიამოვნო გარეგნობისა, იგი ნაკლებად იკონტაქტებს ყველასთან განურჩევლად სქესისა და ასაკისა. გველი მას სიფრთხილესა და წინდახედულებას შესძენს. ამიტომ თქვენი პატარა სხვა სასწორებივით გულღია, მხოლოდ მისთვის ახლობელ და დასაფასებელ ადამიანებთან იქნება.
თუკი პატარა მორიელის ზოდიაქოს ნიშნით დაიბადა – იგი მშობლებისთვის ყველაზე საამაყო და გამორჩეული შვილი შეიძლება გახდეს. გველის წელის გავლენით თქვენი პატარა მორიელი თანდაყოლილი სიბრძნით, გონიერებით და ღრმა აზროვნების უნარით იქნება დაჯილდოვებული. მას მცირე ასაკიდანვე ექნება გამომუშავებული მკვეთრი სიმპათია-ანთიპათიის შკალა, ამიტომ ამაოდ ნუ შეეცდებით ვინმეს მიმართ თავაზიანობა აიძულოთ. იგი ერთბაშად რამდენიმე სფეროში გაგახარებთ თავისი ნიჭიერებითა და უნიკალური მონაცემებით. თუმცა საბოლოოდ მაინც ერთ კონკრეტულ სფეროს აირჩევს და მისგან შესანიშნავი პროფესიონალი დადგება.
თუკი პატარა მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნით დაიბადა – მას აქტიური ხასიათი და ფილოსოფიური აზროვნების უნარი დაჰყვება თან. გველის გავლენით იგი უზომოდ ქარიზმატული, მიმზიდველი და დახვეწილი გემოვნების იქნება. ამიტომ, დიდ ასაკში არაერთგზის შეწუხდებით მისი აბეზარი თაყვანისმცემლების შემოტევით. არ აქვს მნიშვნელობა ბიჭი იქნება იგი თუ გოგონა. ორივე სქესის წარმომადგენლებზე დიდი მოთხოვნა იქნება, იმიტომ რომ გარდა კარგი ვიზუალური მახასიათებლებისა, თქვენი შვილი პარტნიორებს თავისი ჭკუითა და ნიჭიერებითაც მოხიბლავს.
თუკი პატარა თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით დაიბადა – გველის წელში დაბადებული პატარა თხის რქა ძალიან გონიერი, მშვიდი და გაწონასწორებული ბავშვი იქნება. თანდაყოლილი მოთხოვნილება, მუდმივად ეგულებოდეს ახლოს ოჯახის უახლოესი წევრები დიდ ასაკშიც გაჰყვება თან. ზოგადად, იგი ძალიან მზრუნველი და მოსიყვარულე შვილი იქნება საკუთარი მშობლებისთვის და მათ არაერთი პროფესიული წარმატებით გაახარებს.
თუკი პატარა მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით დაიბადა
– თანდაყოლილ "ურანიანულ" კომუნიკაბელურობასთან ერთად, გველის გავლენით მას საოცარი ინტუიცია და მედიუმის შესაძლებლობები ექნება. ამიტომ მისგან რაიმეს დამალვას ამაოდ ნუ ეცდებით. პატარა მერწყული ნებისმიერ ჩანაფიქრს მიგიხვდებათ. თქვენი შვილი თანატოლებში ძალიან ადვილად მოიპოვებს ლიდერის პოზიციას. მაგრამ არა დიქტატორული თვისებების, არამედ თანამგრძნობი ბუნებისა და სიბრძნის გამო.
თუკი პატარა თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაიბადა – ჩვეულებრივი თევზებისგან ხასიათის სიმტკიცე, პრინციპულობა და სიჯიუტე გამოარჩევს. თქვენი პატარა იშვიათად მოგაბეზრებთ თავს დახმარების თხოვნით და შეეცდება ყველაფერი თავისი ხელით გააკეთოს. თუმცა მიუხედავად ასეთი თავდაჯერებულობისა, სასურველია გველის წელში დაბადებული "ლიფსიტა" დედ-მამამ ემოციურად თბილი და კომფორტული ატმოსფეროთი უზრუნველყოს, რათა სამომავლოდ მისგან სხვების ქომაგი და ემოციურად გაწონასწორებული პიროვნება გაიზარდოს.