როგორ დავიკლოთ საახალწლოდ მომატებული კილოგრამები, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

როგორ დავიკლოთ საახალწლოდ მომატებული კილოგრამები, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

ვერძი

თქვენი სპორტის სახეობა ბოქსია. ის დაგეხმარებათ არა მარტო წონის კონტროლში, არამედ ენერგიის სწორად გადანაწილებას გასწავლით. თქვენს ძლიერ სულს ძლიერი სხეული სჭირდება, რომ ყველა მიზანს მიაღწიოს.

Astrologia

კურო

თქვენ იოგასთვის ხართ დაბადებული. იოგა მხოლოდ წონაში კი არ დაგაკლებინებთ, სასურველ სულიერ ჰარმონიას მოგანიჭებთ და შინაგან ბალანსამდე მიგიყვანთ.

Astrologia

ტყუპი

ირბინეთ, ენერგიის დახარჯვა გჭირდებათ. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანი, რომელიც ბოლო დროს ძალიან მოდუნდა, გააქტიურდება, გაუმჯობესდება მისი ცხოვრების სტილი, განწყობა და, რაც მთავარია, დაიკლებს წონაში.

Astrologia

კირჩხიბი

წყალი თქვენი სტიქიაა. უნდა იცუროთ. ცურვისას დაგილაგდებათ არეული აზრები, მიაღწევთ სულიერ სიმშვიდეს, დაისახავთ მიზნებს, მოიგვარებთ ხერხემალის პრობლემას, გააქტიურებთ კუნთოვან სისტემას და  მოიშორებთ ზედმეტ კილოგრამებს.

Astrologia

ლომი

სცადეთ გუნდური თამაში, ფრენბურთი. მასში შეძლებთ, ერთი მხრივ, ლიდერული უნარ-ჩვევების გამოვლენას, მეორე მხრივ, თამაში დაგეხმარებათ გააცნობიეროთ, რომ დედამიწა თქვენ გარშემო არ ბრუნავს. მიხვდებით რაოდენ მნიშვნელოვანია სხვათა ქმედება და აზრი. ბოლოს კი, არანაკლებ მნიშვნელოვანი, ბრწყინვალე ფიგურას დაიყენებთ.

Astrologia

ქალწული

ჩოგბურთის კორტი გეგულებათ სადმე? თუ კი, აუცილებლად ეწვიეთ; თუ - არა, გაიკითხეთ, მოძებნეთ ინტერნეტის დახმარებით. თქვენს სხეულს,  ძველი ფორმის დასაბრუნებლად, სწორედ ჩოგბურთი სჭირდება.

Astrologia

სასწორი

იცეკვეთ! ასე გამხიარულდებით და კალორიებს დაწვავთ. თუ ცოტათი ზარმაცდებით,

როცა საქმე ფიზიკურ აქტივობას ეხება, ჩაეწერეთ რაიმე ჯგუფში, სადაც მასწავლებელი ან ინსტრუქტორი მოძრაობას გაიძულებთ.

Astrologia

მორიელი

თქვენთვის ზედგამოჭრილია საბრძოლო ხელოვნება. ამ გზით თავსაც დაიცავთ, სუსტებსაც

უპატრონებთ, შესაშურ ფიგურას დაიყენებთ და, რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, სულიერ ძალასაც  შეიძენთ.

Astrologia

მშვილდოსანი

ინათხოვრეთ ან იქირავეთ ველოსიპედი და ისეირნეთ ყოველ საღამოს. დაიწყეთ 30 წუთით. გაზარდეთ ხანგრძლივობა 2 საათამდე.

Astrologia

თხის რქა

გორგოლაჭები და სკეიტბორდი გიცდიათ? არ თქვათ, რომ უკვე გაიზარდეთ! ახალგაზრდული, უდარდელი მხიარულება, სწორედ ეს აკლია თქვენს ცხოვრებას. გეძლევათ შანსი გაერთოთ და დაიკლოთ!

Astrologia

მერწყული

დაკავდით სნოუბორდითა და თხილამურებზე სრიალით. მაქსიმალურად გამოიყენეთ ზამთარი!

Astrologia

თევზები

თქვენ და ვარჯიში? წადით, შეჭამეთ და წაუძინეთ. ვიხუმრეთ, ვიხუმრეთ, რა თქმა უნდა... კარგი იქნება, თუ აერობიკა გაგიტაცებთ!

Astrologia

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"