მაინცდამაინც კირჩხიბის ზოდიაქოს ბოლო დღეს გადაწყვიტა, თუმცა მისი რუკა, რომელიც მსოფლიოს ცნობილი ასტროლოგების გარჩევის საგანი არაერთგზის გახდა უკვე, მართლაც რომ ახდენს შთაბეჭდილებას.
პატარა პრინცი, ლონდონში 2013 წლის 22 ივლისს დღის 16 საათსა და 20 წუთზე მოევლინა ქვეყანას. მისი დაბადების მომენტში მზე კირჩხიბის ზოდიაქოს 29 გრადუსზე იმყოფებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი არასტანდარტული აზროვნების მქონე, ორიგინალური პიროვნება გაიზრდება. ამ მოსაზრებას ადასტურებს მისი მთვარის განლაგებაც ნოვატორი და კრეატიული მერწყულის ზოდიაქოში. იუპიტერის მდებარეობა კი კირჩხიბში მას ბედნიერ ბავშვობასა და სტაბილურ, თბილ ატმოსფეროში გაზრდას ჰპირდება. სავარაუდოდ, სწორედ აქედან ჩაეყრება საფუძველი მასში ყველაზე საუკეთესო პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებას. გარდა ამისა, მეოთხე სახლის მმართველი მის კოსმოგრამაში ქმნის ძალზე მნიშვნელოვან ტრინს, რამაც სავარაუდოდ მომავალ მეფეს მეტ-ნაკლებად ნეგატიური ასპექტის მარსი-პლუტონის ოპოზიციის დაბალანსებაში უნდა შეუწყოს ხელი. თუმცაღა დესცენდენტზე "წამოსკუპებული" ვარსკვლავი ალგოლი რამდენად მისცემს მას ჰარმონიული პირადი ცხოვრების ქონის საშუალებას ეს უკვე სადაო საკითხია (ასტროლოგები ხუმრობენ კიდეც, რომ შესაძლოა, დაულაგებელი პირადი ცხოვრება მას ბრიტანეთის ტახტთან ერთად ერგო მემკვიდრეობად) მიუხედავად ამისა, მომავალი ტახტის მემკვიდრე ასტროლოგიური გათვლებით სრულად ფლობს მონარქისთვის საჭირო საუკეთესო თვისებებს, რასაც მისი მზე კირჩხიბში კიდევ უფრო გაამძაფრებს და გააძლიერებს. საყოველთაოდ ცნობილია ის ფაქტი, რომ კირჩხიბები ზოგადად საკუთარი ქვეყნის პატრიოტები არიან. გარდა ამისა, პატარა პრინცს მამასთან (მზით და მთვარით კირჩხიბი) და დედასთნ (მთვარით კირჩხიბი) იდეალური თავსებადობა და ურთიერთგაგება უნდა ჰქონდეს. რაც დამეთანხმებით უმთავრესი ფაქტორია ადამიანის სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბების კუთხით.
პატარა მონარქს ბავშვობაში საკმაოდ ჭირვეული ხასიათი ექნება. უკვე მოზარდ ასაკში კი მტკივნეულად აიტანს მისი მისამართით გამოთქმულ ნებისმიერ კრიტიკას, თუმცა თანდაყოლილი თავდაჭერილობის გამო საკუთარ ემოციებს ისტერიკის სახით არასოდეს გამოხატავს.
იგი კომუნიკაბელური, თუმცა დისტანციური ტიპაჟი გაიზრდება. ამიტომ ცხოვრების მანძილზე თითზე ჩამოსათვლელად ეყოლება უახლოესი მეგობრები. ყველაზე ახლო მეგობარი კი მისთვის მისივე ღვიძლი და იქნება, რომელიც უახლოესი 2 წლის მანძილზე მოევლინება ქვეყანას. იგი პრინცისთვის ყველაზე დიდი დასაყრდენი და ერთგული მოკავშირე გახდება ცხოვრების მანძილზე. რომლის რჩევასაც მომავალი ტახტის მემკვიდრე ყოველთვის გაითვალისწინებს.
ასტროლოგები ასევე ვარაუდობენ იმას, რომ ქეითის და უილიამის პირმშო სამომავლოდ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და აქტიური ფიგურა გახდება უკანასკნელი 2 საუკუნის მანძილზე მოღვაწე მონარქებს შორის, მსოფლიო მასშტაბით. უფრო მეტიც, მის სახელს დაუკავშირდება 2044 წელს მომხდარი გარდამტეხი მოვლენები ბრიტანეთის ისტორიაში, რაც ასევე მნიშვნელოვნად შეცვლის ზოგადად მსოფლიო წესრიგს.