სახლების სისტემა - იმიუმ ქოელი ანუ მეოთხე სახლი

სახლების სისტემა - იმიუმ ქოელი ანუ მეოთხე სახლი

სხვადასხვა ზოდიაქოს შეესაბამება. სახლი, რომელშიც ესა თუ ის პლანეტა ხვდება თქვენს ნათალურ რუკაზე, განაპირობებს მისი გამოვლინების არეალს. ასე მაგალითად – ვენერა მორიელში, რომელიც თავისთავად უკვე ნიშნავს ტემპერამენტიან, ქარიზმატულ და მძაფრი შეგრძნებების მოყვარულ ინდივიდს, საკუთარ სექსუალურ ტემპერამენტს გაცილებით უფრო დრამატულად გამოავლენს თუკი ზემოთ ხსენებული ვენერა მორიელის ზოდიაქოს გარდა მორიელისავე მერვე სახლში იქნება განთავსებული. ამ შემთხვევაში ადამიანის ემოციებს გამუდმებით მიეცემა ფატალური მოვლენების ხარჯზე განვითარების საშუალება. ხოლო იგივე ვენერას განლაგება მეათე სახლში მიუთითებს იმაზე, რომ მისი მფლობელი ასაკით უფროსი ან თანამდებობის პირებით იხიბლება (რისი ფესვებიც მისი ოჯახიდან, აღზრდის სპეციფიკიდან მოდის) და საკუთარ სექსუალურ შარმსაც ძირითადად ამ მიმართულებით იყენებს.

ასტროლოგიურად ზოდიაქოს თორმეტივე სახლს საკუთარი გამოვლინების სფეროები გააჩნია. ამიტომ თითოეული სახლის "არსენალში" როგორც წესი, რამდენიმე ვარიანტი შედის. თუმცა როგორ ამუშავდება ესა თუ ის სახლი კონკრეტული ინდივიდის ცხოვრებაში ამაზე უკვე მთლიანი რუკის კომპლექსური ანალიზის შედეგად შეიძლება საუბარი. მაგრამ დასაწყისისთვის მოდით რიგითობის მიხედვით გავეცნოთ თითოეულ სახლს და მისი გავლენის სფეროებს.

მეოთხე სახლი იგივე იმიუმ ქოელი

ერთ-ერთი კუთხოვანი, წყლის სტიქიის, ქალური ენერგეტიკის მატარებელი სახლი.

სიგნიფიკატორი – კირჩხიბი

ფერი - წითელი

სხეულის ნაწილებიდან შეესაბამება - მკერდი, კუჭი.

მეოთხე სახლის სფეროში ხვდება: მშობლები, დედ-მამასთან დამოკიდებულება ზოგადად. ნებისმიერი საქმის საწყისი-საფუძველი, უძრავი ქონება, მიწის დამუშავება, ზოგადად სასოფლო-სამეურნეო სფერო. ყველაფერი, რაც მიწის ქვეშ იმალება (მათ შორის ოქრო ან ძვირფასეულობა), იგია სიგნიფიკატორი რაიმე სახის ქრონიკული დაავადების დასრულებისას, იშვიათად განიხილება, როგორც სამარე (საბოლოო საფეხური), ხშირად არის სიგნიფიკატორი დაკარგული ნივთის ან ადამიანისა (ჰორარულ ასტროლოგიაში), ზოგადად მასთან ასოცირდება "დაკეტილი, გამოკეტილი, შენახული" ყველაფერი.

ასტროლოგები მეოთხე სახლს სხვაგვარად "მამის სახლს" უწოდებენ. ამ სახლის მიხედვით ვარკვევთ თუ რა სიტუაციაა ადამიანის ოჯახს შიგნით. როგორია მისი შინაური იერარქია ან როგორი წარმოუდგენია მას საკუთარი, მომავალი ოჯახი. ზოგადად როგორ იქცევა თავად "საშინაო ატმოსფეროში" და რა დამოკიდებულება აქვს ოჯახის წევრებთან.

მეოთხე სახლი, თავის მხრივ დამასრულებელის ფუნქციას ატარებს თავის თავში ყველა იმ საქმის თუ მოვლენისა, რომელსაც პირველი სახლი უყრის საფუძველს. იგი განასახიერებს რუკაში მშობელს, რომელსაც ინდივიდის ცხოვრებაში უფრო მეტი გავლენა გააჩნია. ხშირად ეს არის მამა.

ზოგადად იმიუმ ქოელი ასტროლოგების აზრით, რუკაში ყველაზე ფარული, წყვდიადით მოცული და პრივატული სახლია. ეს არის ის, რასაც ურდული, ტაბუ ადევს. ამ სახლის მიხედვით ირკვევა ნებისმიერი მოვლენის ფესვები და პირველწყარო. მათ შორის ამა თუ იმ ქრონიკული დაავადების გამომწვევი მიზეზებიც.

მეოთხე სახლი ასევე განასახიერებს მონუმენტებისა და მემორიალების თემას, ამინდს, რესურსებს მიწის ზემოთ და მიწის ქვემოთ (მოსავალს), იგია სიგნიფიკატორი ასევე სხვადასხვა სახის ბუნებრივი კატაკლიზმებისა, რაც მიწის ქვეშიდან იღებს სათავეს, მათ შორისაა მიწისძვრა, ვულკანი და ა.შ.

მეოთხე სახლის ასპექტებით ვხელმძღვანელობთ იმ შემთხვევაში, როცა საქმე ეხება უძრავი ქონების შეძენა-გასხვისებას, პარტნიორის ბიზნესს, მეგობრების ჯანმრთელობას, საზღვარგარეთ ხანგრძლივ ემიგრაციას (იქ დიდი ხნით დაფუძნებას). მეოთხე სახლი წყლის სტიქიის სახლია, ამიტომ იგი განასახიერებს როგორც დაბადებას, ისე სიკვდილს. ბუნებრივ გარდასახვას ადამიანისა მიწად. დაბრუნებას დედის წიაღში ანუ დედამიწასთან.

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"