სახლების სისტემა - MC ანუ მეათე სახლი

სახლების სისტემა - MC ანუ მეათე სახლი

. სახლი, რომელშიც ესა თუ ის პლანეტა ხვდება თქვენს ნათალურ რუკაზე, განაპირობებს მისი გამოვლინების არეალს. ასე მაგალითად – ვენერა მორიელში, რომელიც თავისთავად უკვე ნიშნავს ტემპერამენტიან, ქარიზმატულ და მძაფრი შეგრძნებების მოყვარულ ინდივიდს, საკუთარ სექსუალურ ტემპერამენტს გაცილებით უფრო დრამატულად გამოავლენს თუკი ზემოთ ხსენებული ვენერა მორიელის ზოდიაქოს გარდა მორიელისავე მერვე სახლში იქნება განთავსებული. ამ შემთხვევაში ადამიანის ემოციებს გამუდმებით მიეცემა ფატალური მოვლენების ხარჯზე განვითარების საშუალება. ხოლო იგივე ვენერას განლაგება მეათე სახლში მიუთითებს იმაზე, რომ მისი მფლობელი ასაკით უფროსი ან თანამდებობის პირებით იხიბლება (რისი ფესვებიც მისი ოჯახიდან, აღზრდის სპეციფიკიდან მოდის) და საკუთარ სექსუალურ შარმსაც ძირითადად ამ მიმართულებით იყენებს.

ასტროლოგიურად ზოდიაქოს თორმეტივე სახლს საკუთარი გამოვლინების სფეროები გააჩნია. ამიტომ თითოეული სახლის "არსენალში" როგორც წესი, რამდენიმე ვარიანტი შედის. თუმცა როგორ ამუშავდება ესა თუ ის სახლი კონკრეტული ინდივიდის ცხოვრებაში ამაზე უკვე მთლიანი რუკის კომპლექსური ანალიზის შედეგად შეიძლება საუბარი. მაგრამ დასაწყისისთვის მოდით რიგითობის მიხედვით გავეცნოთ თითოეულ სახლს და მისი გავლენის სფეროებს.

გამომდინარე იქედან, რომ ნებისმიერ თემატიკაზე შექმნილი სტატიების ციკლს, ყოველთვის ასტროლოგიური ქრონოლოგიით მივყვებით, ხშირად მომისმენია წუწუნი ზოდიაქოს ბოლო ნიშნის წარმომადგენლებისგან – "ვიჩაგრებით", " ჩვენი რიგი როდის მოვაო"... ამიტომ გადავწყვიტე, სახლების სისტემის შესახებ სტატიების ციკლი, სწორედ მათი გავლენის სფეროში მყოფი მეთორმეტე სახლის აღწერით დავიწყო.

მეათე სახლი - იგივე MC ანუ მედიუმ ქოელი

კარდინალური, მიწის სტიქიის, ქალური ენერგეტიკის მქონე სახლი.

სიგნიფიკატორი - თხის რქა, სატურნი

ფერი: წითელი, თეთრი

სხეულის ნაწილებიდან შეესაბამება მუხლები, თეძოები, ძვალსახსროვანი სისტემა.

მეათე სახლის სფეროებში შედის: პროფესიული არჩევანი, კარიერული წინსვლის მაჩვენებელი, სოციალური სტატუსი, ზემდგომები და მათთან დამოკიდებულება, ავტორიტეტის მოპოვების შესაძლებლობები. მეათე სახლი გახლავთ ასევე სიგნიფიკატორი მეფეების, დედოფლების, მოსამართლეების (პროცესის დროს ), სამეფოებისა და იმპერიების, უძრავი ქონების კუთხით. ამ სახლის მაჩვენებლით ისაზღვრება ადამიანის პროფესიული წარმატება და წარუმატებლობა. ნებისმიერი ქმედება, რომელიც საზოგადოების ყურადღებას დაიმსახურებს.

კარგია თუ ამ სახლში განლაგებულია: იუპიტერი ან მზე. ეს თითქმის ყოველთვის ნიშნავს იმას, რომ პიროვნებას ცხოვრების მანძილზე ელის პროფესიული წარმატება, ცნობადობა და ტიტულები. ხოლო იგივე სახლში სატურნის ან დაღმავალი კვანძის მდებარეობა წარუმატებლობას და ნაკლებად გამართლებას უწინასწარმეტყველებს რუკის პატრონს. მას არასოდეს მიეცემა არაფერი მარტივად და მხოლოდ მძიმე, მუყაითი შრომით შესძლებს საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრებას.

მეათე სახლი ასევე განასახიერებს ერთ-ერთ მშობელს და მასთან ურთიერთობის სირთულეებს. უფრო ხშირად ეს არის მამა.

თუმცა მეათე სახლი ყველაზე ხშირად ხელისუფლებასთან, პოლიტიკასთან ასოცირდება. მასში მოიაზრებიან ბოსები, მეტრები, პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები, დამსაქმებლები ზოგადად, ადმინისტრატორები და მენეჯერები. საბანკო ვალდებულებებს, კონკრეტულად კრედიტებსაც ეს სახლი განაგებს.

მეათე სახლი ასევე გვაჩვენებს იმას, თუ რით შეიძლება დასრულდეს ქორწინება ამა თუ იმ წყვილს შორის, რადგან იგი უშუალოდ ქორწინების მმართველი მეშვიდე სახლიდან მეოთხე სახლს წარმოადგენს, ანუ მეშვიდე სახლის საქმეების დამასრულებელ, დამაგვირგვინებელ სახლს.

თუკი ამ სახლში ურანია განთავსებული იგი მეცნიერის, მკვლევარის, რეფორმატორის კარიერას უწინასწარმეტყველებს ადამიანს. სატურნი მეათე სახლში იწვევს მუდმივ შიშს თანამდებობის ან სოციალური სტატუსისა. ხოლო კარგად ასპექტირებული, ძლიერი იუპიტერი, რომელიც ამ სახლშია განლაგებული, ფინანსურ წარმატებას მიუთითებს.

მარსი მედუიმ ქოელზე დიდი ამბიციების და სკანდალური პოპულარობის მაჩვენებელია. ვენერა კი იგივე მეათე სახლში იძლევა შანსს ადამიანმა ფული სხვადასხვა სახის გასართობი ინდუსტრიიდან ან სახელოვნებო სფეროებიდან იშოვნოს. ზოგადად მას ნებისმიერი ბიზნესი გაუმართლებს რომელიც ქალების საჭიროებას ეხება (მოდა, სამკაულები, პარფიუმერია და ა.შ)

მერკური მედიუმ ქოელზე ძირითადად სხვების სწავლების გზით შემოსულ ფინანსებზე მეტყველებს. ამგვარი კომბინაციით ხშირად იბადებიან ლექტორები, მასწავლებლები.

მზე მეათე სახლში ქუდბედიანობას მიანიშნებს და პოლიტიკოსის კარიერის ალბათობას, ხოლო მთვარე მატერიალური სახსრების გამომუშავებას საზოგადოებრივი საქმიანობის კუთხით.

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"