ავტორი:

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი სასწორებისთვის - რა სიახლეები გელით ცხოვრების სხვადასხვა სფეროში

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი სასწორებისთვის - რა სიახლეები გელით ცხოვრების სხვადასხვა სფეროში

დადგა დრო, როცა უნდა გათავისუფლდეთ უსარგებლო ნივთებისგან, ადამიანებისგან, აზრებისგან. შეიძლება თავი შეგახსენოთ ძველმა უსიამოვნებამ. გირჩევთ, მეტი დრო დაუთმოთ დასვენებას, განმარტოებას და საკუთარ თავში გარკვევას. მოუსმინეთ სასიამოვნო მუსიკას, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, წაიკითხეთ საინტერესო წიგნები.

  • სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

საინტერესო იდეებით იქნებით აღსავსე. გაუზიარეთ ისინი თქვენს ახლობლებს, ვისთან ერთადაც აპირებთ თანამშრომლობას. მოსალოდნელია შეხვედრები, მივლინება; ინტელექტუალურ და საინტერესო თემებზე საუბარი. ბიზნესის გასაფართოებლად ან სამსახურში მეტი წარმატების მისაღწევად შეიძლება დაგჭირდეთ დამატებითი ცოდნის მიღება, სასწავლო კურსებზე ჩაწერა.

  • ფული და სიყვარული

მარტოხელებს გამოგიჩნდებათ სასიყვარულო პარტნიორი, რომელიც ფინანსურ საკითხებს მოგიგვარებთ ან ძვირფასი საჩუქრებით აგავსებთ. გამორიცხული არაა ანგარებიანი ქორწინებაც. ზოგიერთმა კი შეიძლება რომანი გააბათ მატერიალურად უზრუნველყოფილ ადამიანთან; მისი დახმარებით გაიუმჯობესოთ ცხოვრებისეული პირობები.

  • ჯანმრთელობა

თვის დასაწყისში ყურადღებით იყავით, არ გაგირთულდეთ ქრონიკული დავადებები. კარგ შედეგს მოგიტანთ აღმოსავლური პრაქტიკები, ცურვა. ამასთან, გეკრძალებათ ნებისმიერი აზარტი, რეკორდის დამყარების სურვილი. 16 სექტემბრის შემდეგ მეტად იზრუნეთ ჯანმრთელობაზე. ჩაიტარეთ სამედიცინო გამოკვლევა.

7 სექტემბრის შემდეგ გამოვლინდება ის, რაც აქამდე თქვენთვის დაფარული იყო. შეიძლება მოგიწიოთ დახურული ტიპის ორგანიზაციებთან თანამშრომლობამ. გირჩევთ, მეტად დაისვენოთ, დააგროვოთ ენერგია მომავალი მოქმედებისთვის.

20 სექტემბრის შემდეგ მოგემატებათ სტრესი დაგროვილი საქმეების, ვალდებულებების გამო. ზოგიერთმა შეიძლება დაკარგოთ სამსახური. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას კოლეგებთან. არ დაუშვათ შეცდომები მუშაობისას.