სექტემბერში სასიყვარულო და საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობის დარეგულირებით იქნებით დაკავებული. გადახედეთ გარემოცვას, ვინაა თქვენ გვერდით ან ვინ გსურთ, რომ იყოს. თუ პირად ურთიერთობაში კრიზისი გაქვთ, ფსიქოლოგის დახმარებით ან დამოუკიდებლაც ეცადეთ დარეგულირებას. ვარსკვლავები მარტოხელებს იდეალური პარტნიორის შეხვედრას გპირდებიან.
სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები
მოთოკეთ ემოციები, უმიზეზო მწუხარებისთვის დეპრესიამდე ნუ მიიყვანთ თავს. პარტნიორთან ერთად ან მისი ფინანსური დახმარებით შეძლებთ სურვილების, მიზნების განხორციელებას. დააკვირდით სიზმრებს, ზოგიერთი შეიძლება ფსიქოლოგიით, რეგრესიული ჰიპნოზით დაინტერესდეთ.
ფული და სიყვარული
ახლებურად უნდა შეხედოთ თქვენს პარტნიორს. შეიძლება ზოგ მის უსიამოვნო თვისებასთან შეგუებამ მოგიწიოთ. უმჯობესია, გულახდილად დაელაპარაკოთ და მშვიდად მოაგვაროთ თქვენი პრეტენზიები. შუა სექტემბრიდან მარტოხელებს თავგადასავლები მოგინდებათ. შეიძლება გაიცნოთ ადამიანი, რომელიც თვალთახედვას შეგიცვლით. ასეთი ნაცნობობა მოსალოდნელია მოგზაურობის ან მგზავრობისას.
ჯანმრთელობა
თვის დასაწყისში ენერგია საკმარისი გექნებათ, რომ სასურველს მიაღწიოთ. ზოგიერთს დაუვიწყარი რომანტიკული და სექსუალური თავგადასავალი გელით. არ გადადოთ ხვალისთვის ის, რაც შეგიძლიათ დღეს გააკეთოთ. თვის ბოლოსკენ გაესინჯეთ სპეციალისტს.
7 სექტემბრის შემდეგ მოაგვარეთ იურიდიული საკითხები და გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. იყავით მომართული, რომ პარტნიორებთან მეგობრული კავშირი დაამყაროთ.
20 სექტემბრის შემდეგ მოერიდეთ კამათს საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან. სხვა დროისთვის გადადეთ საქმიანი მოლაპარაკებები. ჩაიხედეთ საკუთარ თავში, გაერკვიეთ სურვილებში. შეიძლება გათავისუფლდეთ დრომოჭმულისგან, იმისგან, რაც სიამოვნებას აღარ განიჭებთ.