ავტორი:

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ტყუპისთვის - რა სიახლეებს გიმზადებთ შემოდგომის პირველი თვე

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ტყუპისთვის - რა სიახლეებს გიმზადებთ შემოდგომის პირველი თვე

მთელი თვის განმავლობაში საოჯახო საკითხების მოგვარებით იქნებით დაკავებული. ეცდებით, ბინა მეტად კომფორტული და უსაფრთხო გახადოთ. განაახლებთ ოჯახურ ტრადიციებს, ხშირად უმასპინძებთ შინ მეგობრებსა და ნათესავებს.

  • სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

გარეშე პირებს საკუთარ საქმეებში ნუ ჩაახედებთ. უფრო მეტიც, საქმეებს როცა მორჩებით, მხოლოდ შემდეგ აცნობეთ მსოფლიოს. მოგინდებათ ახალი, შემოქმედებითი იდეების განხორციელება, ბიზნესის გაფართოება. კარგ შედეგს მიაღწევენ მსახიობი ნიშნები. შეიძლება დღესასაწაულებში, ფესტივალებში მიიღოთ მონაწილეობა. ზოგიერთი სასიყვარულო მიმოწერასაც გააბამს.

  • ფული და სიყვარული

თვის დასაწყისში გახშირდება სასიყვარულო შეხვედრები. განსაკუთრებით ყურადღებიანი და მოსიყვარულე იქნებით საყვარელი ადამიანის მიმართ. მოგინდებათ მისი განებივრება, სიურპრიზების, რომანტიკული შეხვედრების მოწყობა. თვის მეორე ნახევარში გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საქმიან პარტნიორებთან, განსაკუთრებით, მანდილოსნებთან.

  • ჯანმრთელობა

სხვებზე ზრუნვის გამო საკუთარ თავს ნუ დაივიწყებთ. ყველაფერი, რასაც სექტემბერში დაგეგმავთ, იდეალურად შესრულდება. მთავარია იყოთ თანმიმდევრული და დაკვირვებული. რუტინული საქმეები მეტ დროს დაგაკარგვინებთ. ქრონიკული დაავადებების გამწვავებას ნუ დაელოდებით, დროულად მიმართეთ ექიმს.

7 სექტემბრის შემდეგ სასიამოვნო სიახლეებს ელოდეთ. შეიძლება უძრავი ქონების ყიდვა ან მშენებლობა გადაწყვიტოთ. დააბალანსეთ სამსახურისა და სახლის საქმეები. მეტი მზრუნველობა გამრთებთ მშობლების მიმართ.

20 სექტემბრის შემდეგ გააქტიურდით სამსახურში. შეიძლება შედეგი მიიღოთ ადრე შესრულებული სამუშაოსთვის. ან თანმდებობა, თუ გსურდათ და მუშაობდით ამ მიმართულებით. ზოგიერთმა კი შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს პროფესია.