ავტორი:

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ვერძებისთვის - რა სიახლეები გელით ცხოვრების სხვადასხვა სფეროში

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ვერძებისთვის - რა სიახლეები გელით ცხოვრების სხვადასხვა სფეროში

სამსახურში კარგად შესრულებული საქმისთვის შეგაქებენ და თავადაც უამრავი მიზეზი გექნებათ საამაყოდ. მოგინდებათ მეტად განვითარება და შეიძლება კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე ჩაეწეროთ. გამონახეთ დრო, რომ მოიცილოთ ყველაფერი უსარგებლო. მეტად იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

პარტნიორების მოსაზრების გათვალისწინებით იმოქმედეთ. მხოლოდ საკუთარ, ეგოისტურ მოსაზრებას ჯიუტად ნუ ამტკიცებთ. მეტი დიპლომატიურობა მოგეთხოვებთ ახალ პარტნიორებთანაც და არსებულებთანაც. მოგეძალებათ ახალ ადამიანებთან თანამშრომლობის სურვილი, ახალი ტექნოლოგიების ათვისება. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლეგებთან.

ფული და სიყვარული

თვის დასაწყისში მეტი დრო გააატრეთ საყვარელ ადამიანთან ერთად. მოგინდებათ რომანტიკული შეხვედრები, რომანტიკა. განსაკუთრებულად მგრძნობიარე გახდებით პარტნიორის მიმართ. გაგიმრავალფეროვნდებათ ინტიმური ცხოვრება. შეიძლება საყვარელი ადამიანისგან მიიღოთ მატერიალური მხარდაჭერა.

ჯანმრთელობა

16 სექტემბრამდე სამსახურის საქმეებში თავით იქნებით გადავარდნილი. დაიცავით საკუთარი თავი სტრესისგან, გადაღლისგან. ნუ დაძაბავთ გონებას, თვალებს. მეტად გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. სექტემბრის ბოლო უმჯობესია, საყვარელ ადამიანთან ერთად ზღვაზე გაატაროთ.

7 სექტემბრის შემდეგ დაიწყეთ დიეტა. იზრუნეთ ორგანიზმის გაჯანსაღებაზე, ჩაიტარეთ სამკურნალო პროცედურები. სამსახურში შეადგინეთ მუშაობის თქვენზე მორგებული გრაფიკი. ახალი ბიზნესის დაწყებამდე ყველა ნაბიჯი დეტალურად გათვალეთ.

20 სექტემბრის შემდეგ მოგინდებათ განმარტოება, საკუთარ თავში, სურვილებში გარკვევა. შეიძლება მიიღოთ თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხი. ან ადრე შესრულებული პროექტისგან - სარგებელი.