ამა თუ იმ ზოდიაქოს წარმომადგენელი კონკრეტულად რა ადგილას აპირებს გაიკეთოს ტატუ. იმიტომ რომ ტატუირება გარდა სილამაზისა, სპეციფიურ ენერგეტიკულ დატვირთვასაც ატარებს. შესაბამისად, იგი აუცილებლად უნდა იყოს ჰარმონიაში ჩვენს ზოდიაქოს ნიშანთან და კოსმიურ ბიორიტმთან. მოდით სტიქიების მიხედვით განვიხილოთ ის, თუ სხეულის რა ნაწილი აქვთ განკუთვნილი ზოდიაქოს ნიშენებს ტატუს გასაკეთებლად ასტროლოგიური თვალსაზრისით.
ცეცხლის სტიქია
ვერძი თავით იმართება, შესაბამისად, ამ ადამიანებისთვის ტატუს გაკეთება თავის მიმდებარე ტერიტორიებზეა სასურველი. მაგალითად კეფაზე. კისრის მიდამოებში და ა.შ.
ლომის ზოდიაქო გულთანაა პირდაპირ კავშირში. ამიტომ, მათთვის ტატუირების გაკეთება ხერხემლის მიმდებარედ ან ზურგზე იქნება მიზანშეწონილი.
მშვილდოსნებისთვის ტატუს გაკეთება რეკომენდებულია წვივზე ან კუდუსუნის ძვალთან ახლოს.
ჰაერის სტიქია
სასწორებისთვის საუკეთესო ადგილი ტატუს გასაკეთებლად თეძოები და ბეჭის ზედა მხარეა.
ტყუპს კი ტატუს გაკეთებას ასტროლოგები ხელებზე, კონკრეტულად კი ხელის მტევნებზე ან იდაყვების მიმდებარე ტერიტორიაზე ურჩევენ.
მერწყულებმ ა ტატუ კოჭებთან ახლოს, ფეხის კუნთზე ან მუხლის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა გაიკეთონ.
წყლის სტიქია
კირჩხიბი კუჭით იმართება, შესაბამისად ტატუც ამ ორგანოს შორიახლოს უნდა გაკეთდეს. სასურველია ასევე ტატუ მკერდზე ან ჭიპთან.
თევზებისთვის
ტატუირება კარგია ფეხის ტერფებზე ან უშუალოდ ხელის მტევნებზე.
მორიელმა ტატუ სასქესო ორგანოების მიმდებარე ტერიტორებზე უნდა გაიკეთოს, მათი ზოდიაქოს ნიშანი ხომ სწორედ ამ ორგანოს „კურირებს“.
მიწის სტიქია
კუროებისთვის ტატუს გაკეთება მიზანშეწონილია ყელის მიდამოებში, ხერხემლის მიმდებარე ტერიტორიაზე კისრის მიმართულებით.
ქალწულმა ტატუ მუცელზე, ან მისი წრიული მიმართულებით უნდა გაიკეთოს.
თხის რქისთვის კი ტატუირების გაკეთება მიზანშეწონილია თეძოების ქვედა ნაწილში, მუხლთან ან ბეჭის ზედა კუთხეში.