რომელთაც, რა თქმა უნდა, ჭკუა ეყოფათ და ამ იდეებს თავისად არ გაასაღებენ. ლომს ასეთი თანამშრომლები ძალიან ეყვარება, არც ჯილდოებსა და პატივისცემას მოაკლებს მათ. ხოლო რაც შეეხება იდეებს, ისინი ხომ ლომისაა? განა სწორედ მან არ უბიძგა ამ ადამიანებს მისი აღმოჩენისაკენ და იგი რომ არა, ეს იდეები იდეებადვე დარჩებოდა თანამშრომელთა თავში. თქვენი უფროსი ზოგჯერ უმადური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, ძირითადი სამუშაოს გარდა მან შესაძლოა, რამდენიმე ათეული, მისთვის წასაკითხი წერილის წაკითხვაც, სრულიად უბოდიშოდ დაგავალოთ. ამასთან, დღის ბოლოს შეგამოწმებთ და თუ ერთი მათგანიც კი წაუკითხავი დაგრჩათ, აუცილებლად უპასუხისმგებლობაში დაგადანაშაულებთ. თქვენ კი მისი საყვედურის ოლიმპიური სიმშვიდით მოსმენა მოგეთხოვებათ. სამაგიეროდ, როცა თქვენ მიერ, უნაკლოდ შესრულებული სამუშაოსთვის მას დააჯილდოვებენ, იგი მოგვიანებით არც ამ სამუშაოს ჭეშმარიტ შემსრულებელს დაივიწყებს. ლომი ბუნებით ორგანიზატორი და მეთაურია, ამიტომ მშვენივრად იცის ვის, როდის და რა საქმე უნდა დაავალოს. იგი თანამშრომლებს შორის ჭორებს, ინტრიგებსა და საიდუმლოებებს ვერ მოითმენს. ამასთან, მისი მრისხანება ერთი-ორად გაიზრდება იმ შემთხვევაში თუ ეს ყველაფერი, რაღაცით მის პიროვნებასაც ეხება. ამიტომ, ლომი უფროსი თავს ყოველთვის ვალდებულად თვლის, საკუთარი ხელქვეითების შესახებ, ნებისმიერ ინფორმაციას ფლობდეს და დროულად მისცეს ამ უკანასკნელთ რჩევა, რომელიც სავარაუდოდ მათ, არც არაფერში ესაჭიროებათ.