მაშ ასე, როგორები არიან სინამდვილეში ნინო გაჩეჩილაძე, ლელა მებურიშვილი, გვანცა დარასელია, თამუნა გაბრიელაშვილი, რუსკა მაყაშვილი და სხვები? რომელი მათგანი დაიბადა თქვენი ზოდიაქოს ნიშნით და რა კონკრეტულ თავისებურებებს ატარებს ამა თუ იმ მათგანის პირადი ჰოროკსოპი. ამის შესახებ ჩვენს საიტზე და ჟურნალ "ბომონდის" მარტის თვის ნომერში წაიკითხავთ სრულად.
ტყუპი
ნიშნის ცნობილი წარმომადგენელი – ტელეწამყვანი და მსახიობი, ეკატერინე ამირეჯიბი
რუსთავი 2-ის "ტოროლა", დილის გადაცემის ენერგიული წამყვანი და "ჩემი ცოლის დაქალებში", ექსცენტრული ხურცილავას გმირი ცოლი – ეკა ამირეჯიბი, პირადი ჰოროსკოპის მიხედვით ტყუპია. თუმცა, მის რუკაში ტყუპის გავლენის გარდა, ვერძისთვის დამახასიათებელი ცეცხლოვანი ენერგიაც არის გამოკვეთილი. სწორედ ამის დამსახურებაა მისი ამგვარი დინამიური, მოუსვენარი ხასიათი და გამორჩეული ტემპერამენტი. ვერძის გავლენით ეკა საკმაოდ ფიცხი, მაგრამ მიმტევებელი ხასიათის იქნება. ასეთი ადამიანები, წამიერად აალდებიან ხოლმე და მოკლე ხანში გაბრაზების მიზეზი აღარც ახსოვთ. ეკას კარმული პროგრამა, ვერძის გავლენასთან ერთად, მოითხოვს იმას, რომ მან საკუთარ თავში ზემოთ ხსენებული ვერძის თვისებები მაქსიმალურად განავითაროს ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის დამახასიათებელი ცხოვრების სტილის სახით. რაც თავის მხრივ გულისხმობს აქტიურ ცხოვრებას, ხშირ რისკს, მუდმივ მოძრაობასა და კომუნიკაციას გარშემო მყოფებთან.
კირჩხიბი
ნიშნის ცნობილი წარმომადგენელი – მოდელი თამუნა გაბრიელაშვილი
თამუნა, პირადი რუკის მონაცემების მიხედვით, საკმაოდ არატიპური კირჩხიბია. მის ხასიათში გარდა კირჩხიბის გავლენისა ქალწულის, ტყუპისა და სასწორის თვისებებიც ბლომადაა. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანს დახვეწილ გემოვნებასთან ერთად, რაციონალური აზროვნება გააჩნია, არის საკმაოდ თვითკრიტიკული, თუმცა სირთულეებს ყოველთვის დიპლომატიური გზით აღწევს თავს. თამუნას რუკაში აქტიურადაა მინიშნება იმაზე, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ოჯახია. ასეთი ადამიანისთვის ოჯახური სტაბილურობა, ყველაზე დიდი მოტივაციაა საიმისოდ, რომ პროფესიულადაც შეძლოს წარმატების მიღწევა.