მაშ ასე, როგორები არიან სინამდვილეში ნინო გაჩეჩილაძე, ლელა მებურიშვილი, გვანცა დარასელია, თამუნა გაბრიელაშვილი, რუსკა მაყაშვილი და სხვები? რომელი მათგანი დაიბადა თქვენი ზოდიაქოს ნიშნით და რა კონკრეტულ თავისებურებებს ატარებს ამა თუ იმ მათგანის პირადი ჰოროკსოპი.. ამის შესახებ ჩვენს საიტზე და ჟურნალ "ბომონდის" მარტის თვის ნომერში წაიკითხავთ სრულად.
მშვილდოსანი
ნიშნის ცნობილი წარმომადგენელი – მოდელი სანდრა პაიჭაძე
სანდრას ზოდიაქოს ნიშანი არის მშვილდოსანი. თუმცა, მის ხასიათში, მშვილდოსნის თვისებების გარდა, ქალწულისა და თხის რქის ძლიერი გავლენაც შეინიშნება. რაც ტიპური მშვილდოსნის თავქარიან და მოუსვენარ ბუნებას, შესანიშნავად დააბალანსებს. სანდრა საკმაოდ თვითკრიტიკული, დაკვირვებული და წინდახედული ადამიანი უნდა იყოს რეალურ ცხოვრებაში. თუმცა, პერიოდულად ინფანტილიზმი და ბავშვური გულუბრყვილობაც ახასიათებს, რაც სავარაუდოდ კიდევ უფრო მეტ შარმს მიანიჭებს მის პიროვნებას.
თხის რქა
ნიშნის ცნობილი წარმომადგენელი – დიზაინერი ნინო კაჭარავა
ნინო საკუთარი ზოდიაქოს ნიშნის და კერძოდ მიწის სტიქიის ტიპური წარმომადგენელია. მის ხასიათში გარდა თხის რქის აქტიური გავლენისა, ფიგურირებს კუროს ზოდიაქოს გავლენა და მისთვის დამახასიათებელი კომფორტის, ჰარმონიისა და სილამაზისადმი სწრაფვა. კუროს გავლენით ნინოს გაწონასწორებული, მშვიდი ხასიათი და წესრიგის მიმართ სიყვარული ახასიათებს. გარდა ამისა, მისი კარმული პროგრამა, სახელოვნებო, უფრო ზუსტად კი, მოდის ინდუსტრიაში საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების აუცილებლობასაც ითვალისწინებს, რასაც იგი მშვენივრად ახორციელებს რეალურ ცხოვრებაში.
პროექტი წარმოადგენს საიტ www.astrologi.ge-ს და ჟურნალ "ბომონდის" ინტელექტუალურ საკუთრებას, მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია მიუთითოთ წყარო!