ზოდიაქოს ნიშანი და დიეტის მიმართ დამოკიდებულება

ზოდიაქოს ნიშანი და დიეტის მიმართ დამოკიდებულება

ის, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ კვების საკითხის მიმართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, სუსტი სქესის წარმომადგენლებს და რამდენად ახერხებენ ისინი, წარმატებით გაართვან თავი ზედმეტი წონის კორექციის საკითხს.

ვერძი

როგორც წესი იშვიათად განიცდის ჭარბი წონის საკითხს. თუ მაინც ისე მოხდა, რომ უსაქმურობის გამო მოიმატა წონაში, ძლიერი ნებისყოფის ხარჯზე მალევე ახერხებს ჩვეული ფორმების დაბრუნებას.

კურო

კუროსთვის ჭარბი წონა ლამის მთელი ცხოვრების ტრაგედიაა. გემრიელად ჭამა მისთვის მთელი რიტუალი და სიამოვნების პიკია. აქედან გამომდინარე, თუკი მაინც იწყებს დიეტას კურო ქალი, პოდიუმის დედოფლის გარეგნობამდე მაინც ვერასოდეს აღწევს, ან კი რაში ესაჭიროება მას ეს? კუროს მთელი ხიბლი ხომ ფუმფულა ფორმებშია.

Astrologia

ტყუპები

ვერძის მსგავსად, მოუსვენარი ხასიათის გამო საქმე სადიეტოდ იშვიათად აქვს. თუ მაინც უწევს საკვების შეზღუდვაზე დაფიქრდეს, ამას უპრობლემოდ შესძლებს, იმიტომ რომ მას მაინც სალათებით და მსუბუქი საუზმეულით უყვარს წახემსება, დიეტა კი სხვა რა არის აბა?

კირჩხიბი

კირჩხიბი და დიეტა, ორი ურთიერთგამომრიცხავი მცნებაა. ნიშანი რომელიც კუჭით იმართება, ვერასოდეს შეეგუება იმ ფაქტს, რომ საკუთარ თავს საკვების მიღება დოზირებულად აიძულოს. აქედან გამომდინარე, დიეტას იგი დიდი ტანჯვა-წამებით ეგუება.

Astrologia

ლომი

ლომისთვის საკუთარი მომხიბვლელობა, უმთავრესია ამ ქვეყანაზე, ამიტომ ერთ მშვენიერ დილას, თუკი მას საკუთარი ორეული სარკეში ზედმეტად განიერი მოეჩვენა, დაუყოვნებლივ აიყვანს თავს ხელში და საუზმეზე ნაცვლად ხიზილალიანი ბლინებისა, კრუასანებით დაკმაყოფილდება.

ქალწული

თუ ვინმე დაბადებიდანვე ქრონიკულ დიეტაზე მყოფი იბადება, ეს უდაოდ ქალწულია. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელი ქალები, იშვითად იტანჯებიან ზედმეტი წონის და ზოგადად ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ზუსტად იმიტომ რომ ყოველთვის იციან რას ჭამენ, როდის და როგორ.

Astrologia

სასწორი

სასწორის ყველაზე დიდი პრობლემა წონის საკითხში, ტკბილეულის გადამეტებული სიყვარულია. როგორც წესი, ვენერას მმართველობაში მყოფი ქალბატონები, თავს ვერასოდეს ეუბნებიან უარს ფილა შოკოლადის ან ტორტის მოზრდილი ნაჭრის დაგემოვნებაზე, მაშინაც კი როცა სარკეში საკუთარი, მომრგვალებული ფორმები ცოტა არ იყოს და აფრთხობთ.

მორიელი

მორიელი ქალისთვის წონის პორბლემაც და მისი კორექციის გზებიც ემოციურ მდგომარეობაზე გადის. აქედან გამომდინარე, ის თუ კონკრეტულად რომელ ნიშნულს აღწევს ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელი ქალის სასწორი, მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული ცხოვრების იმ ეტაპზე რა დონის სტრესულ სიტუაციაში იმყოფება თავად მორიელი.

მშვილდოსანი

ოპტიმისტი მშვილდოსანი, ცხოვრებაში ყველაფერს მარტივად უყურებს, მათ შორის წონის კორექციის საკითხიც შედის. აქედან გამომდინარე, ქალი მშვილდოსანი მეგობრებთან ერთად მხიარულ დროსტარებაზე თავისი ხინკალ-ქაბაბების თანხლებით, იშვიათად იტყვის უარს თუნდაც ფორმით საჰაერო ბუშტს ჰგავდეს.

Astrologia

თხის რქა

ქალი თხის რქისთვის ცხოვრებაში ყველაფერი მკაცრ წესრიგს ექვემდებარება. ამ ზემოთხსენებულ წესრიგში რაღა თქმა უნდა კვების საკითხიც შედის. ამიტომ თუ არსებობს კიდეც მსგავსი ტიპის პრობლემა, თხის რქა მას მისთვის დამახასიათებელი სიჯიუტით და დაჟინებული (მეთოდური დიეტით) აღმოფხვრავს.

მერწყული

წონის პრობლემას ქალი მერწყული, მისი ზოდიაქოს ნიშნისთვის დამახასიათებელი ზოგადსაკაცობრიო კუთხით უყურებს, აქედან გამომდინარე სტატისტიკური მონაცემები, რომელიც ამერიკელი მოსახლეობის 70% ჭარბწონიანობაზე მეტყველებს, მისთვის დამამშვიდებელი გარემოებაა საიმისოდ, რომ გემრიელი ნამცხვრის კიდევ ერთი ულუფა მიირთვას. მთავარი ხომ პოზიტიური განწყობაა. სპორტდარბაზში სიარულის დაწყებას კი რა უდგას წინ?

თევზები

თევზებისთვის წონის პრობლემაზე მეტად, ამ ცხოვრებაში ე.წ „ემოციური საკვების“ პრობლემა არსებობს. აქედან გამომდინარე, ის თუ როგორ გამოიყურება ქალი თევზი, ხშირად არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად ჰარმონიულია მის ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენები მოცემულ ეტაპზე.

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალბატონი თევზებისთვის

პროგნოზები

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალბატონი მორიელებისთვის