გააჩნია. მათ შორის განსხვავებულად ახერხებენ ზოდიაქოს ნიშნები ფინანსების გამომუშავებას. ანალოგიურად სხვადასხვაა მათი დამოკიდებულება თავად ფინანსებთან მიმართებაში. ამიტომ საიმისოდ, რომ ამა თუ იმ ადამიანის შესახებ ფინანსური წარმატების კუთხით ვიმსჯელოთ, სხვადასხვა კოსმოგრამულ ასპექტებთან ერთად, პირველ რიგში მზის ზოდიაქოს ნიშნის გათვალისწინებაა აუცილებელი.
კურო და ფული
მუყაითი მშრომელი და გონივრულად ხელმომჭირნეა. კურო ნაბიჯ-ნაბიჯ აგროვებს მატერიალურ დოვლათს, ამიტომ უცებ გამდიდრების იმედად ეს ადამიანები არასოდეს არიან ცხოვრებაში. კურო მზადაა ხანგრძლივად და მუხლჩაუხრელად იმუშაოს საიმისოდ, რომ ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოს. შემდგომში კი ეს მდგომარეობა ხანგრძლივად შეინარჩუნოს და გაზარდოს.
ფულთან დამოკიდებულება - თაყვანისცემის ზღვართან მიახლოებული პატივისცემა. ფული მას თვითდამკვიდრების და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზაციისთვის სჭირდება. ამასთან, იგი არასოდეს ტრაბახობს მიღწეული ფინანსური წარმატებით ან დაგროვილი ქონებით.
ფინანსური კრედო : "თუკი თქვენ მართლა ასეთი ჭკვიანი ხართ, მაშინ რატომ ხართ ასეთი ღარიბი?!"
ფულის გამო მზადაა: მუყაითად იშრომოს, თუმცა ნაკლებად თანხმდება უფასოდ მუშაობაზე. შეუძლია საკუთარ თავზე აიღოს დიდი პასუხისმგებლობა და ასევე შესწევს უნარი პირნათლად შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები.