ნიჭი და შესაძლებლობები გააჩნია . მათ შორის განსხვავებულად ახერხებენ ზოდიაქოს ნიშნები ფინანსების გამომუშავებას. ანალოგიურად სხვადასხვაა მათი დამოკიდებულება თავად ფინანსებთან მიმართებაში. ამიტომ საიმისოდ, რომ ამა თუ იმ ადამიანის შესახებ ფინანსური წარმატების კუთხით ვიმსჯელოთ, სხვადასხვა კოსმოგრამულ ასპექტებთან ერთად, პირველ რიგში მზის ზოდიაქოს ნიშნის გათვალისწინებაა აუცილებელი.
ლომი და ფული
როგორ უნდა გამდიდრდეს ლომი, მაშინ როცა ფიზიკური შრომა ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს არა მარტო არ უყვართ, უფრო მეტიც - ორგანულად ეზიზღებათ. რჩება ერთი ნაცადი ხერხი - იავადმყოფოს მისმა გარემოცვამ, ამ შემთხვევაში გარშემო მყოფთა დასახმარებლად წამოწყებული მედიკამენტების ბიზნესი, ლომისთვის სწრაფად გამდიდრების უდავო შანსი იქნება. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. ისე კი ლომისთვის ფინანსური სტაბილურობა, საზოგადოებაში მათი პერსონის შეუცვლელობის პირდაპირპროპორციულია. ამიტომ შრომა თუ არ უყვართ, იქნებ კარგი პიარი მაინც გაუკეთონ საკუთარ თავს, საიმისოდ რომ ფინანსურ სარბიელზე წარმატებას მიაღწიონ.
ფულთან დამოკიდებულება: ფული ადამიანის წარმატების მთავარ საზომად მიაჩნიათ. ხშირად მათი პროფესია დაკავშირებულია გასართობ ინდუსტრიასთან ანდა ფულს სულაც ჰობის საშუალებით გამოიმუშავებენ. არ თანხმდებიან შემოთავაზებას, თუ არ იციან კონკრეტული ანაზღაურების მოცულობა. მიაჩნიათ, რომ მაღალი ხელფასი, ეს აბსოლუტურად ჩვეულებრივი და ბუნებრივი მოვლენაა მათ ცხოვრებაში.
ფინანსური კრედო: "სიმდიდრე არ არის გონიერების მაჩვენებელი და არც ჭკუა ნიშნავს ყოველთვის, გამდიდრების შანსს".
ფულისთვის მზადაა: შეადგინოს რთული ბიზნეს-გეგმა და მონდომებით ეძებოს სპონსორები. იმუშაოს უხელფასოდ, თუ ეს საქმიანობა მის საზოგადოებრივ იმიჯს და სახელს წაადგება. კარგად აცნობიერებს იმას, რომ სახელი - ბრენდია, ბრენდი კი ფული.