იმედგაცრუება რომ აირიდოთ, მაქსიმალურად მოერიდეთ სარისკო საქმიანობას და ავანტიურას. უმჯობესია, ცოტა ხნით სახლიდან შორს გაემგზავროთ და მშვიდად დაისვენოთ. ნოემბრის პირველ დეკადაში ენერგიის ნაკლებობას იგრძნობთ და შეიძლება შესუსტდეს საქმიანი რიტმი, თავს არაკომფორტულად გრძნობდეთ. ამასთანავე, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, შეიძლება ან ახალ სფეროში მოსინჯოთ თქვენი თავი, ან ახალ ფუნდამენტს ჩაუყაროთ საფუძველი.
25 ნოემბრამდე მეტად უნდა მოიკრიბოთ ძალები, გამოიჩინოთ მიზანდასახულობა და დაასრულოთ დაწყებული პროექტები. სხვათა შორის, სამსახურში შეიძლება ახალი პერსპექტივები გამოგიჩნდეთ. მეტად გამოავლინეთ ორგანიზატორული ნიჭი. შეიძლება ფული მიიღოთ წარსულში შესრულებული სამუშაოსთვის. თუმცა, ნუ გაახმოვანებთ თქვენი ფინანსური წარმატების მიზეზს ან სამომავლო გეგმებს. ამასთანავე, მაქსიმლაური სიფრთხილე გმართებთ საბუთებზე ხელმოწერისას, საყიდლებისას, ბანკში. დააკვირდით პირობებს. ეცადეთ, რომ კონფიდენციალური ინფორმაცია არ მოხვდეს უცხო პირთა ხელში.
თვის ბოლოს მოიმატებს ენთუზიაზმი, იგრძნობთ ძალების მომატებას, დაეხმარებით ახლობლებსა და მეგობრებს საქმეების მოგვარებაში. დაძლევთ ყველა სირთულეს, რაც წარსულში გქონდათ.
ეს პერიოდი კარგია სამსახურის შესაცვლელად, ნიჭის გამოსავლენად, ზოგიერთმა შეიძლება ლატარეაშიც კი მოიგოს. სოციალური საფეხურის უფრო მაღალ საფუხერზე გადაინაცვლოს
ნოემბრის პირველ დეკადაში მეტი დრო დაუთმეთ პირადი ცხოვრების გაუმჯობესებას, ფლირტსა და გართობას.
სიყვარული, ოჯახი, ჯანმრთელობა
თუ უსიამოვნებები ხდება თქვენს პირად ცხოვრებაში, დაფიქრდით, რით შეგეძლოთ მათი გამოწვევა. მაქსიმალურად უნდა მოინდომოთ, რომ გააუმჯობესოთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან.
შეიძლება მიხვდეთ, რომ თქვენი შვილები გაიზარდნენ და თავიანთი შეხედულებები გაუჩნდათ ცხოვრებაზე. ეცადეთ, დაუმეგობრეთ მათ. აგრეთვე, გააუმჯობესოთ დამოკიდებულება უფროს და უმცროს ნათესავებთან.
მარტოხელა მშვილდოსნებს კარდინალურად შეგეცვლებათ პირადი ცხოვრება. თვის ბოლოსკენ მიხვდებით, რომ თქვენ ბადეში წონიანი თევზი გაება. ეს შეიძლება იყოს წარმატებული, ლამაზი, მდიდარი, განათლებული. ერთი სიტყვით ისეთი, თქვენ რომ მოგეწონებათ.
მაქსიმალურად მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. გაიძლიერეთ იმუნიტეტი, ჯანმრთელობა.
ფინანსები, სამსახური, ბიზნესი
მეტი დრო დაუთმეთ ურთიერთობის გაუმჯობესებას იმ ადამიანებთან, ვისთანაც მომავალში მუშაობას აპირებთ. აგრეთვე, უნდა მოამზადოთ პლატფორმა მომავალი გამარჯვებებისთვის. დაეხმარეთ მხოლოდ ისეთ ადამაინებს, ვისგანაც მომავალში თქვენც მიიღებთ მხარდაჭერას.
ახალ პროექტებს ნოემბრის ბოლომდე ნუ დაიწყებთ. თქვენი ენერგოტონუსი დაბალია და ვერც პარტნიორების ქმედებებზე იქნებით დამოკიდებული.
გამონახეთ დრო და დაასრულეთ უკვე დაწყებული პროექტები. კარგი პერიოდია სემინარებზე დასასწრებად, თანამოაზრეების მოსაძიებლად და მათზე დასაკვირვებლად.
ფინანსურ სიდუხჭირეს ვერ იგრძნობთ, მაგრამ ისე ხელგაშლილადაც ვერ იცხოვრებთ, როგორც ეს თქვენ გიყვართ.