მანქანა გაგიფუჭდა, ახლა კი დგახარ და ფიქრობ, სად მოძებნო დრო მის გასაკეთებლად ან როგორ შეწირო ამ უსიამოვნო საქმეს შაბათ-კვირა?

უკვეთავ

ავტოასისტენტი მოდის სასურველ ადგილასა და დროს და მანქანა მიყავს შესამოწმებლად. ის სრულიად მიუკერძოებლად მოქმედებს, რადგანაც არ არის დაკავშირებული რომელიმე ავტოცენტრთან და მანქანა გასაკეთებლად მიყავს იქ, სადაც კონკრეტულ პრობლემას ყველაზე კარგად გადაწყვეტენ.

ამოწმებს

დიაგნოსტირების შემდეგ, ავტოასისტენტი გაცნობებს, თუ რა დაჯდება ნაწილები და ხელობა. რადგან CARU-ს საკუთარი სახელოსნო ან ავტონაწილების მაღაზია არ აქვს, შემოგთავაზებენ ისეთ გამოსავალს, რომელიც ყველაზე მომგებიანი იქნება შენთვის.

აკეთებს

დღის ბოლოს შეკეთებული, გამართული მანქანა უკან გიბრუნდება. შენ ზოგავ დროს, ენერგიას და ფულს. იმისგანაც დაცული ხარ, რომ რაღაც ცუდად გაკეთდა, რადგანაც CARU-ს პრობლემური შემთხვევების მენეჯერები ყავს, რომლებიც ნებისმიერ პრობლემურ საკითხს შენი ინტერესების დაცვით აგვარებენ.

მიყევი რჩევებს. ეს ძალიან მარტივია...

მანქანის შესაკეთებლად ავტოსერვისში წასვლა საჭირო აღარაა. ამისთვის საკმარისია CARU -ს საიტის მეშვეობით, ერთი ღილაკის დაჭერით გამოიძახო ავტოასისტენტი და ის მოაგვარებს ყველაფერს, რაც მანქანას უკავშირდება.

მიყავს მანქანა ხელოსანთან

ავტოასისტენტი მანქანას უკეთებს დიაგნოსტიკას და ადგენს, რა პრობლემა აქვს, თან გაყენებს საქმის კურსში. ამ დროს კი ძალიან მშვიდად ხარ, რადგან მანქანა წაყვანილი ყავს პროფესიონალს, რომელსაც ვერ მოატყუებენ.

გითანხმებს

დეტალებზე შეთანხმების შემდეგ, ურიცხავ ფულს ავტოასისტენტს, ის კი აკეთებს ავტომობილს. ამ დროს აკეთებ საქმეს სამსახურსა თუ სახლში ისე, რომ არ ღელავ მანქანაზე.

გიბრუნებს