ავტორი:

რა ფოტოს აქვეყნებს ლელა კილაძე რჩეულის დაბადების დღის აღსანიშნავად? - კადრები წვეულებიდან (ვიდეო)

რა ფოტოს აქვეყნებს ლელა კილაძე რჩეულის დაბადების დღის აღსანიშნავად? - კადრები წვეულებიდან (ვიდეო)

ლელა კილაძის რჩეული, მუსიკოსი გიორგი ცაგარელი 38 წლის გახდა. დაბადების დღესთან დაკავშირებით ლელა კილაძემ მათი ახალი საერთო ფოტო გამოაქვეყნა.

როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანს, გიორგი ცაგარელმა დაბადების დღე საყვარელი ქალისა და მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა.

ლელა კილაძე რამდენიმეჯერ იყო დაოჯახებული. წინა ორი ქორწინებიდან ორი ვაჟი ჰყავს. ნიკა მაჭარაძესთან განქორწინების შემდეგ კი, მაშინდელ თბილისის მერს, გიგი უგულავას გაჰყვა ცოლად და კიდევ ერთი ვაჟი, ალექსანდრე შეეძინა. უგულავას დაპატიმრებიდან მალევე ცნობილი გახდა, რომ ლელა მასაც დაშორდა და ამჯერად გუკა რჩეულიშვილზე იქორწინა.

წყვილს საერთო ქალიშვილი თრინითი შეეძინათ, თუმცა მოგვიანებით გუკა რჩეულიშვილს ოჯახური ძალადობის ფაქტზე უჩივლა და კინოპროდიუსერი დააკავეს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, გუკამ ლელას საჯარო მადლობა გადაუხადა და წყვილი შერიგდა, თუმცა რამდენიმე თვეში ცნობილი გახდა, რომ ერთმანეთს დაშორდნენ.

ლელა ახალ შეყვარებულთან, ლიზა ბაგრატიონის ყოფილ ქმართან, გიორგი ცაგარელთან ერთად გამოჩნდა და წელიწადზე მეტია, რაც ერთად არიან. სოციალურ ქსელში აქვეყნებენ საერთო ფოტოებს, სადაც გრძნობებს არ მალავენ.