საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებსთან დაკავშირებით ინსტაგრამზე სთორებს ნაკრების ფეხბურთელები ერთმანეთის მიყოლებით აქვეყნებენ. ამჯერად ვნახოთ რას წერენ გიორგი ქვილითაია და თორნიკე ოქრიაშვილი.
გიორგი ქვილითაია:
ჩვენს ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა დუმილი დანაშაულია. არსებობს ზღვარი, რომლის იქითაც აზრს კარგავს ყველაფერი. დღეს ეს ზღვარი ჩვენი სამშობლოა, სწორედ ამიტომ, არა რუსეთ! არა ძალადობას და მადლობა ყველას, ვინც ამ ღირებულებას საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავს.
თორნიკე ოქრიაშვილი:
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენ ქვეყანაში ხდება! არა ძალადობას! არა რუსეთს! საქართველო ევროპაში".
ცნობისთვის, მსგავსი შინაარსის განცხადებები გამოაქვეყნეს ასევე ბუდუ ზივზივაძემ, გიორგი ჩაკვეტაძემ და გიორგი ქოჩორაშვილმა.