ავტორი:

"მიჭირს და რთულია ვუყურო, როგორ უპირისპირდებიან ჩემს თანამოქალაქეებს, არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი" - გიორგი ჩაკვეტაძე

"მიჭირს და რთულია ვუყურო, როგორ უპირისპირდებიან ჩემს თანამოქალაქეებს, არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი" - გიორგი ჩაკვეტაძე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი. გიორგი ჩაკვეტაძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით "ინსტაგრამ სთორის" აქვეყნებს და ე.წ. აგენტების კანონპროექტის გაწვევას ითხოვს.

"მიჭირს და რთულია ვუყურო, როგორ უპირისპირდებიან ჩემს თანამოქალაქეებს, განსაკუთრებით ქალებს და ბავშვებს. არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა. არანაირი კანონი არ დგას ამაზე მაღლა. გაიწვიეთ ეს კანონი და კვლავ ისე, ერთიანად გავაგრძელოთ ცხოვრება, როგორც 26 მარტს იყო. უარი რუსეთს! სრული სვლით ევროპისკენ“, - წერს ჩაკვეტაძე.

ცნობისთვის, მანამდე სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა ნაკრების კიდევ ერთმა ფეხბურთელმა, ბუდუ ზივზივაძემ და პროტესტანტებს მხარდაჭერა გამოუცხადა.