ავტორი:

ლანჩხუთში თავს დაესხნენ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ ლადო აფხაზავას - "ტვ პირველი"

ლანჩხუთში თავს დაესხნენ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ ლადო აფხაზავას - "ტვ პირველი"

"ტვ პირველის" ცნობით, ლანჩხუთში თავს დაესხნენ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს, ლადო აფხაზავას.

აფხაზავა "პირველებთან" მომხდარს იხსენებს და ამბობს, რომ თავდამსხმელებს იცნობს. მისი თქმით, თავდამსხმელები მას შეურაცხყოფდნენ და "ნაციონალს" ეძახდნენ.

"როცა ეზოში შევედი, მანქანაც შემოვიდა. შავი მერსედესი იყო. მაგინეს, "შე "ნაციონალოო“... მერე გადმოვიდნენ, საბარგულიდან ამოიღეს ხის ბიტები, რაღაც დიდი ბეისბოლის ჯოხები... ვიცი ვინც არიან, ვიდეოც გადავიღე, იქ ჩვენ ბინაში ცხოვრობენ, - ამბობს აფხაზავა.

"ტვ პირველის" ინფორმაციით, აფხაზავა ამ წუთებში სამართალდამცავ უწყებაში ჩვენებას აძლევს. ტელეარხის ცნობით, იდენტიფიცირებულია პირი, ვინც ლადო აფხაზავას ლანჩხუთში თავს დაესხა. ის კობა ფიფაიშვილია, რომელიც სასწრაფო დახმარების სამსახურში მძღოლად მუშაობს.

იხილეთ ასევე:

.