ავტორი:

"ლადოს ვესაუბრეთ და საბედნიეროდ, ის და მისი ბავშვები კარგად არიან" - რა ხდება ცნობილი ლანჩხუთში, ლადო აფხაზავაზე მომხდარ თავდასხმაზე?

"ლადოს ვესაუბრეთ და საბედნიეროდ, ის და მისი ბავშვები კარგად არიან" - რა ხდება ცნობილი ლანჩხუთში, ლადო აფხაზავაზე მომხდარ თავდასხმაზე?

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ ლადო აფხაზავას თავს დაესხნენ.

მისი განცხადებით, შემთხვევა ლანჩხუთში, მის საცხოვრებელთან მოხდა.

"საღამოს შვიდ საათზე მე და ჩემმა ბიჭმა გადავწყვიტეთ, სოფელში ჩემს დასთან წავსულიყავით. სადარბაზოდან რომ ჩამოვედით, ეზოში მანქანა შემოვიდა, სადარბაზოსთან გააჩერეს, გინება დამიწყეს, "შენ ნაციონალო", პოლიტიკური კუთხით",- განაცხადა "მთავარ არხთან" აფხაზავამ.

მისივე თქმით, თავდამსხმელებს ჰქონდათ ჯოხები.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა "მასწავლებლის ეროვნულმა ჯილდომ" "ფეისბუქზე" და განაცხადა, რომ განხორციელებული თავდასხმა განსაკუთრებით საეჭვოა მისი სამოქალაქო აქტიურობის ფონზე.

"მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს" სახელით, ვგმობთ ლადო აფხაზავაზე თავდასხმას და სოლიდარობას ვუცხადებთ მას. ლადო არამხოლოდ გამორჩეული მასწავლებელი, არამედ გამორჩეული მოქალაქეა. მასზე განხორციელებული თავდასხმა განსაკუთრებით საეჭვოა მისი სამოქალაქო აქტიურობის ფონზე. ველით, რომ გამოძიება დროულად და ეფექტიანად განხორციელდება.

ლადოს ვესაუბრეთ და საბედნიეროდ, ის და მისი ბავშვები კარგად არიან", - ნათქვამია ინფორმაციაში.

"ტვ პირველის" ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია პირი, ვინც ლადო აფხაზავას ლანჩხუთში თავს დაესხა. ის კობა ფიფაიშვილია, რომელიც სასწრაფო დახმარების სამსახურში მძღოლად მუშაობს.