ავტორი:

როგორია სლოვაკეთის პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრის შემდეგ და რა ხდება ცნობილი თავდამსხმელზე?

როგორია სლოვაკეთის პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრის შემდეგ და რა ხდება ცნობილი თავდამსხმელზე?

F.D. Roosevelt-ის საავადმყოფოს დირექტორის, მირიამ ლაპუნიკოვას ცნობით, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ჯერ მაინც სერიოზულია.

"ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ მისი სიცოცხლე ჯერჯერობით კვლავ საფრთხის ქვეშ რჩება. მისი დატოვება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გვიწევს",- ამბობს მირიამი.

შეგახსენებთ, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს გუშინ ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენეს ჭრილობა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა ხუთჯერ ისროლა და ფიცოს რამდენიმე ჭრილობა უფიქსირდება.

პრემიერის მკვლელობის მცდელობამ ქვეყანაში ღრმა პოლიტიკური განხეთქილება გამოიწვია. ამბავს სლოვაკეთის შსს მინისტრი მატუშ ეშტოკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თავდასხმა პოლიტიკურად იყო მოტივირებული.

საავადმყოფოს დირექტორისვე ცნობით, გუშინ პრემიერის გადასარჩენად ქირურგების ორი გუნდი მუშაობდა, რა დროსაც მას ხუთსაათიანი ოპერაცია ჩაუტარდა.

59 წლის რობერტ ფიცოს თავდამსხმელმა ქალაქ ჰანდლოვაში ვიზიტის დროს ესროლა. სლოვაკეთის მედიის ცნობით, თავდამსხმელი 71 წლის მამაკაცია, რომელიც წარსულში სავაჭრო ცენტრის დაცვის თანამშრომლად მუშაობდა, მასვე აქვს გამოცემული პოეზიის სამი კოლექტიური ნაშრომი და ამავდროულად, სლოვაკეთის მწერალთა კავშირის წევრიცაა.

ფიცოს მკვლელობის მცდელობას აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენიც გამოეხმაურა: "აშშ გმობს სლოვაკეთის პრემიერ მინისტრ ფიცოზე თავდასხმას. ფიქრებით მის ოჯახსა და სლოვაკ ხალხთან ვართ, მას კი სრულად გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ", - წერს ის სოციალურ მედია X-ზე.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">The United States condemns the shooting of Slovak Prime Minister Fico. Our thoughts are with him, his family, and the Slovak people, and we wish him a full recovery.</p>&mdash; Secretary Antony Blinken (@SecBlinken) <a href="https://twitter.com/SecBlinken/status/1790814191747539310?ref_src=twsrc%5Etfw">May 15, 2024</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

იხილეთ ასევე:

წყარო:reuters

მოამზადა: ანა სიბოშვილმა