ავტორი:

"მიღებული დაზიანებები სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია" - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი სლოვაკეთის პრემიერზე თავდასხმის შესახებ: ვრცელდება მომხდარის ამსახველი ფოტო და ვიდეო კადრები

"მიღებული დაზიანებები სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია" - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი სლოვაკეთის პრემიერზე თავდასხმის შესახებ: ვრცელდება მომხდარის ამსახველი ფოტო და ვიდეო კადრები

"რობერტ ფიცოს მდგომარეობა მძიმეა და მიღებული დაზიანებები სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია, შემდეგი რამდენიმე საათი გადამწყვეტი იქნება", - ამის შესახებ განცხადება რობერტ ფიცოს “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.

"მას რამდენჯერმე ესროლეს და ამჟამად ის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ მდგომარეობაშია.

ამ მომენტში ის ვერტმფრენით ბანსკა-ბისტრიცაში გადაჰყავთ, ვინაიდან, ბრატისლავაში ჩასვლას დიდი დრო სჭირდება იმ ფონზე, როდესაც გადაუდებელი ჩარევის საჭიროებაა. შემდეგი რამდენიმე საათი გადამწყვეტი იქნება”, - ნათქვამია განცხადებაში.

  • ცნობისთვის, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს.

Euronews-ის ცნობით, ინციდენტი დედაქალაქ ბრატისლავიდან ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 150 კილომეტრის მოშორებით, ქალაქ ჰანდლოვაში მოხდა.გავრცელებული ცნობების თანახმად, ფიცო ქუჩაში ხალხს ესაუბრებოდა, როდესაც რამდენიმე გასროლის ხმა გაისმა და იგი მიწაზე დავარდა.

სლოვაკეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ოთხი გასროლიდან ერთი პრემიერ-მინისტრს მოხვდა.