გია ნოდიამ მანჩო გიორგობიანი კოხორას შეადარა - "დალაგებულად აზროვნება აშკარად უჭირს"

გია ნოდიამ მანჩო გიორგობიანი კოხორას შეადარა - "დალაგებულად აზროვნება აშკარად უჭირს"

განათლების ყოფილი მინისტრი, ექსპერტი გია ნოდია "ფეისბუქის" პირად გვერდზე მანჩო გიორგობიანის "15 წუთიან პოპულარობას" აფასებს.

"მანჩო გიორგობიანი პირველ რიგში სასაცილოა, თან ძალიან სასაცილო, და ეს განაპირობებს მისი პოპულარობის თხუთმეტ წუთს, რომელიც ახლა მიმდინარეობს. ოღონდ ის მხოლოდ სასაცილო არაა: ბუნებრივი სიტყვაშეხამებაა „სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს", თუმცა ეს ზედმეტად მელოდრამატული მგონია. სასაცილოობის კუთხით კოხორა გამახსენდა, გალელი მეგრელი, რომელსაც ორიოდ წლის წინ ჰქონდა ვარსკვლავობის 15 წუთი და მერე დავივიწყეთ (მე პირადად დიდხანს ვერ გავიხსენე მისი სახელი). მსგავსება აშკარაა: ადამიანი რაღაც საშუალებების გავლენის ქვეშაა, დალაგებულად აზროვნება აშკარად უჭირს, თან ცდილობს, ისე დაიკავოს თავი, ვითომ ძალიანაც რაციონალურად აზროვნებს („ეს არის ჩემი კომენტარი"), ამას თან ერთვის სპეციფიკური კილო (ერთ შემთხვევაში მეგრული, მეორე შემთხვევაში - ვაკური). განსხვავება ისაა, რომ, კოხორასგან განსხვავებით, მანჩოს ელიტურობის პრეტენზია აქვს, ქვეყნის ყველაზე ელიტური უბნის განსახიერებად აღიქმება და, მეტიც, აზროვნების ეს წესი (აზროვნება - ეს "გრომკო გავარია", მაგრამ აბა რა დავარქვა) არის პოლიტიკური ფაქტორი, რომელიც ყველა ჩვენგანზე ახდენს გავლენას (იმისგან დამოუკიდებლად, ვის მოხვდება კვერცხი და ვის - არა). მხოლოდ ეს აქცევს მანჩო გიორგობიანის ფენომენს უფრო სერიოზული ანალიზის ღირსად, ვიდრე კოხორა იყო", - წერს ნოდია.

მანჩო გიორგობიანი, რომელიც გასულ წელს "ლა-ტრუფეში" მომხდარი სკანდალით გაიცნო საზოგადოებამ, რომლის შემდეგ ის "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას ყველაზე მწვავე ოპონენტად იქცა, ბოლო დღეებია ნამდვილ ინტერნეტ-ვარსკვლავად იქცა.

იხილეთ ასევე: კადრები მანჩო გიორგობიანი ბრიფინგიდან, რომელიც ეთერში არ გასულა: მამა გაბრიელის ზეთი და მზადება სკანდალური განცხადებებისთვის (+ვიდეო)

"ჩემს ქმარს უთხრა, ტრკ.. დააყენეთ, დედას მოგიგ..-თო" - მანჩო გიორგობიანი ინტერნეტს იპყრობს

გიგა ბოკერიას დავმარხავ, დავაბეტონებ! - მანჩო გიორგობიანის მუქარა ახალ სამიზნეს და მის "კურიცა" მეუღლეს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს