"ეკლესია პედოფილიის ერთ-ერთი ცენტრია ჩვენთანაც" - ირაკლი კაკაბაძე სასულიერო პირებს უპირისპირდება

"ეკლესია პედოფილიის ერთ-ერთი ცენტრია ჩვენთანაც" - ირაკლი კაკაბაძე სასულიერო პირებს უპირისპირდება

მწერალი და უფლებადამცველი ირაკლი კაკაბაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ანტიდისკრიმინაციულ კანონს მხარდაჭერას უცხადებს და მის წინააღმდეგ განწყობილ სასულიერო პირებს აკრიტიკებს.

"საქართველოში ანტი-დისკრიმინაციული კანონი აუცილებელია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებასთან დაგვაახლოვებს, არამედ იმიტომ რომ, რაც მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანია - ჩვენთან დღეს სამუშაო ადგილებზე არსებობს ნამდვილი დისკრიმინაცია - მშრომელებს და უმუშევრებს არანაირი უფლებები არა აქვთ. მე ვფიქრობ უკეთესი იქნება თუ ჩვენი პატივცემული მამაოები საქართველოში სიხარბის და სიღატაკის დამარცხებაზე იზრუნებენ - თავისი მდიდრული ჯიპებიდან ჩამოვლენ, მართლაც დისკრიმინირებული ხალხის გვერდზე გაივლიან და ერთს მაინც სამუშაოს შოვნაში დაეხნარებიან. ქვეყანაში ამდენი უმუშევარი, გაუბედურებული და დისკრიმინირებული ადამიანია - ამდენი ბავშვი კვდება შიმშილით ყოველ დღე და ჩვენ ყველა მათზე უნდა ვლოცულობდეთ და მათთვის ვმუშაობდეთ დღე და ღამე. აგრეთვე ეკლესია არ უნდა იყოს კაპიტალისტური ბიზნეს-ორგანიზაცია - ქრისტე არ სცნობდა კერძო საკუთრებას არც საკუთარი თავისათვის და არც საკუთარი ეკლესიისათვის. ვიდრე სხვის განსჯას დავიწყებდე - მე ჩემს ჰეტერო-ნორმატიულ ცოდვებს მოვინანიებ - და მერე აუცილებლად ვეცდები, რომ ამ საზოგადოებაში ერთით მაინც ნაკლები უმუშევარი იყოს. საქართველოში დღეს საშინელი დისკრიმინაციაა - ყველა ჯურის ადამიანის - და ამას ნამდვილად სჭირდება ადამიანის სოციალური უფლებების დამცველი კანონი - ყველა სახის ადამიანზე. მე სრულიად გაუმართლებლად მიმაჩნია ანტი-დისკრიმინაციული კანონის ჯიბრში ჩადგომა და უარყოფა. შრომის და ცხოვრების უფლება ყველა ადამიანს აქვს - ეს არის სწორედ ღმერთის დადგენილი კანონი. და ნამდვილ გარყვნილებაზე როდესაც არის საუბარი, სრულ სიღატაკეში უმდიდრესი ჯიპებში სხდომა და მოოქროვილ სასახლეებში ცხოვრება უნდა გაახსენდეს ყოველ ჩვენთაგანს პირველ რიგში - სულიერი გარყვნილება ფიზიკურს არაფრით ჩამოუვარდება. დისკრიმინაციის და 'თავისუფალი ბაზრის' პირველი მოწინააღმდეგე იესო ქრისტე იყო. გაიხსენეთ რა ამბავი დააწია ტაძარში მოვაჭრეებს იესომ!

საქართველოში არის დისკრიმინაცია და ამ ფაქტს ვერაფრით დამალავთ. მილიონობით ადამიანი უმუშევარი და მშიერია. ამ დროს გამოდიან ეს გავაშებული წვერებიანი ტიპები, რომლებიც გაუნათლებლობის მაგალითს აჩვენებენ მთელს მოსახლეობას და რაღაცას დემაგოგობენ უნიჭოდ. გადმოვიდნენ თავისი ჯიპებიდან, მორჩნენ თავის გარყვნილ ცხოვრების სტილს და მერე დავიჯერებ მათსას. მწიგნობრების და ფარისველების არ მჯერა მე. მე მჯერა იესო ქრისტესი, რომელიც ღარიბების და ჩაგრულების გვერდზე იყო - მე არ მჯერა კაპიტალისტი მღვდლების!

ნამდვილი მღვდელი ჯორზე უნდა იჯდეს სწორედაც და არა 100 ათას დოლარიან ჯიპზე და მაგდენი ვისაც არ ესმის იმის მორწმუნეობის მე არ მწამს. გარყვნილება თუ გინდა სწორედ ეგ არის.

ეს კანონი არანაირ პროპაგანდას არ ეწევა და სამღვდელოების პოზიცია არის ამ შემთხვევაში სრულიად არაინფორმირებული დემაგოგია. სამარცხვინოა ასეთ დასკვნებს რომ ეკეთებენ მღვდლები. სირცვხილია მთელი ქვეყნისათვის. ეს ერთი. და მეორე: პედოფილიას და პიდარასტობას (რაც ბავშვის გარყვნას ნიშნავს აგრეთვე) მთელი საზოგადოება უნდა ებრძოდეს და მათს შორის ეკლესიაც - რომელიც პედოფილიის ერთ-ერთი ცენტრია მთელს მსოფლიოში და ჩვენთანაც. ეს მოაქვს ეკლესიის სიმდიდრეში ჩახრჩობას და მის ბიზნესად გადაქცევას. საქართველოში არის საშინელი დისკრიმინაცია და ანტი-დისკრიმინაციული კანონი აუცილებელია. რომ არავინ დაიჩაგროს", - წერს კაკაბაძე.

იხილეთ ასევე: ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი მეორე მოსმენით მიღებულია

"ცუდი გრძნობაა, როცა თითქმის დარწმუნებული ხარ, რომ COVID-19 შეგეყარა..." - რას წერს დავით ნიკურაძე, რომელმაც აშშ-დან დაბრუნების შემდეგ ვირუსზე ტესტი ჩაიტარა

"ფოტოები დღევანდელი წირვიდან" - რა ფოტოების აქვეყნებს სამების არქიმანდრიტი

"რისკ-ჯგუფში არ იყო, უბრალოდ არ გაუმართლა" - რას წერს პარიზში მოღვაწე ქართველი პედიატრი COVID-19-ით გარდაცვლილ 16 წლის გოგოზე