ზურაბ ჭიაბერაშვილის პირველი კომენტარი თავდასხმის შემდეგ

ზურაბ ჭიაბერაშვილის პირველი კომენტარი თავდასხმის შემდეგ

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმებმა ჭიაბერაშვილს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს და თავის არეში მიყენებული ჭრილობები შეუხვიეს.

ამასთან, ჟურნალისტებთან საუბარში ზურაბ ჭიაბერაშვილი იხსენებს, რომ კაფეში თავად და ნოდარ ლადარია ერთად შევიდნენ, სადაც მათი მეგობარი თორნიკე შარაშენიძე დახვდათ. 10-15 წუთის შემდეგ კი ორი ადამიანი რეზო თაბუკაშვილი და გიორგი მგელაძე შევიდნენ კაფეში.

"რეზო თაბუკაშვილს ხელში ეჭირა ჩაის ჭიქა, მდუღარე ჩაი შეასხა ნოდარს სახეში და შემდეგ ეს ჭიქა ისე, რომ მე ადგომა ვერ მოვასწარი, თავში ორჯერ ჩამარტყა. როცა წამოვდექი, უკვე თავსა და საფეთქელს შორის ჩამარტყა", - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.

მისივე თქმით, თავდამსხმელებმა ერთადერთი რაც თქვეს, იყო ის, თუ როგორ ბედავდნენ ისინი ქუჩაში სიარულს.

"ერთადერთი რამ თქვეს, რომ როგორ ბედავთ ქუჩაში სიარულს, როგორ შემოდიხართ საერთოდ აქ, გაეთრიათ აქედანო და გაიქცნენ", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ნახეთ ვიდეო

ამავე თემაზე:

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა