"თქვენა ხალხო, ხომ არ გაჟუილებთ ? სად გგონიათ თავი?" - მამუკა გამყრელიძე ჯაფარიძე-ნადირაშვილის სკანდალზე

"თქვენა ხალხო, ხომ არ გაჟუილებთ ? სად გგონიათ თავი?" - მამუკა გამყრელიძე ჯაფარიძე-ნადირაშვილის სკანდალზე

დიპლომატი და გადაცემა "ვის უნდა 20 000"-ის ყოფილი წამყვანი მამუკა გამყრელიძე ნადირაშვილი-ჯაფარიძის სკანდალს "ფეისბუქით" ეხმაურება.

"ცოტა არ იყოს და გაოგნებული გახლავართ იმ ცირკი შაპიტოს წარმოდგენით, რომელსაც ხელისუფლება გვთავაზობს.

1. საკუთარი ქვეყნის საელჩოს თავს ლაფი დაასხით და სამარცხვინო სკანდალში გახვიეთ.

2. საკუთარი ქვეყნის პარლამენტის წევრები უცხო ქვეყნის საბაჟოს დააკავებინეთ თქვენივე ცრუ დაბეზღებით. ეს მაშინ, როცა მართლაც რომ დამნაშავეები ყოფილიყვნენ შუაზე უნდა გახეულიყავით და მათთვის სკანდალი თავიდან აგერიდებინათ.

3. დღეს ქვეყნის ვიცეპრემიერი აცხადებს, რომ ჩვენი პარლამენტარები კონტრაბანდისტები კი არიან, მაგრამ უცხო ქვეყნის საბაჟომ მაინც არ დაიჭირაო. ანუ გარიგებაში შევიდნენ მათთან და გაუშვეს ???

თქვენ ხომ არ გადაირიეთ? კაი, შენი დეპუტატები არ გენაღვლება, მაგრამ სხვა ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურებს ქვეყნის პირველი პირების დონეზე რომ ლანძღავ, ეს ნორმალურია? თქვენა ხალხო, ხომ არ გაჟუილებთ??? სად გგონიათ თავი? უკვე ორი წელია ხელისუფლება ხართ და თქვენ ქვეყნის მართვა სახლობანას თამაში გგონიათ ?!", - წერს გამყრელიძე.

რამდენიმე დღის წინ საპარლამენტო უმცირესობის წევრები, ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე აზერბაიჯანში დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, ისინი აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა საზღვარზე დიდი ოდენობით ფულადი თანხის გადმოტანის მცდელობის ფაქტზე დააკავეს.

იხილეთ ასევე: ჯაფარიძე - ნადირაშვილის "მილიონიანი სკანდალის" ყველა დეტალი

"ფეისბუქ-ომი": ნადირაშვილის პასუხი სესიაშვილს 7 კითხვაზე და უსიამოვნო კონტრშეკითხვა უმრავლესობის ლიდერს

რა კავშირია ნადირაშვილი-ჯაფარიძის "მილიონიან სკანდალთან" ნარმანიას დედა - "ნაციონალების" თეორია

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს