"თქვე მანიაკებო, სულით მახინჯებო, წაეთრიეთ და ეგდეთ ციხეში" - ნინი ბადურაშვილი ლაშა მახარაძის მკვლელობას ეხმაურება

"თქვე მანიაკებო, სულით მახინჯებო, წაეთრიეთ და ეგდეთ ციხეში" - ნინი ბადურაშვილი ლაშა მახარაძის მკვლელობას ეხმაურება

მომღერალი ნინი ბადურაშვილი აბაშიძის ქუჩაზე ლაშა მახარაძის მკვლელობას "ფეისბუქით" ეხმაურება. მომღერალი მთავრობას მიმართავს და ურჩევს, გონს მოვიდეს, ვიდრე ჯერ კიდევ გვიანი არაა.

"ეს ქვეყანაა თუ ჯოჯოხეთი?! მერამდენე მკვლელობას უნდა ვიგებდე ამ ერთი კვირის გამავლობაში?! რით ვერ გამოვიდა ამათი ბნელი ტვინი 90-იანებიდან და რით ვერ დააყენეს ერთი ადგილი?! თქვე მანიაკებო, სულით მახინჯებო, წაეთრიეთ და ეგდეთ ციხეში და თქვენი ბოღმა იმ ოთხ კედელში ანთხიეთ და ნუ გვიკლავთ ახლობლებს! მთავრობავ, რას აკეთებ?!! გონს მოეგე, სანამ კიდევ გვიანი არაა!

ამ საწყლებს ეამაყებათ, ტრუპები რომ ყავთ, გესმით?! და სროკზე რომ არიან, ეგ გმირობად მიაჩნიათ!! საწყლები ხართ და ლაჩრები, პატარა კაცებო!!!

არამგონია, ესენი წამების შედეგად იყვნენ გაბოროტებულები! მათი აზროვნება ვერ განვითარდა, ვერ დაძლიეს 90-იანების მახინჯი აზროვნება! მათ მოსწონთ, რა დღეშიც არიან! დაჩის მკვლელის ვიდეო ვნახე, რა ამაყად გავიდა სასამართლოდან! დარწმუნებული ვარ ბავშვობიდანვე ასეთი იყო და ბოლობოლო მანიაკ მკვლელად ჩამოყალიბდა! რა თქმა უნდა, ამ საკითხში არ ვამართლებ წინა ხელისუფლებას! ვგმობ ყველანაირ ძალადობას, მაგრამ აი, ასეთ სულით ბოროტებს, როგორიც დაჩის მკვლელი და ახლა უკვე კოშკას მკვლელია, რა უნდა გაუკეთო, მითხარით რა?!

მახსოვს ბოლოს 7 წლის წინ რიგის ქუჩაზე მე და ჩემს მეგობარს როგორ შემოგვყვა ვიღაც ავადმყოფი სადარბაზოში, როგორ ჩაგვარტყა რაღაც, არ მახსოვს რა, თავში, დაგვაყაჩაღა და გაიქცა... ძალიან მეშინია, იგივე სიტუაციაში არ აღმოვჩნდე სადმე! მკვლელებით და მანიაკებით არის სავსე ქალაქი!

ხო, ახლა აღვშფოთდით, რადგან სასაკლაოდ იქცა ქვეყანა!", - წერს ბადურაშვილი.

ნინის პოსტს ტელეწამყვანი და მოდელი ლიკა ევგენიძე გამოეხმაურა:

"კოშკა:((((((((((((((((( მკვდარი ვარ, ნინი!!!!!:( ახლა კიდევ გამოვა ბაგა-ბაღელი შსს მინისტრი და მორიგ სისულელეს დააყრანტალებს....".

ნინი ბადურაშვილი: ეს რა უბედურებაა, ლიკა!!! გაუსაძლისია უკვე აქ ცხოვრება!! (( საწყალი რის გამო მოკლა იმ მახინჯმა ზომბმა მართლა! რა სიტყვები ვიხმარო, არ ვიცი, ისეთი გამწარებული ვარ ((.

შეგახსენებთ, თბილისში, აბაშიძის ქუჩის N50-თან მკვლელობა წუხელ მოხდა. მოკლულია 25 წლის ლაშა მახარაძე. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მახარაძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ ესროლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. სხვა კომენტარი შს სამინისტროში ჯერ არ გაკეთებულა.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი დიჯეი და რეჟისორი დაჩი დარჩია ავლაბრის სომხური ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე 20 წლის ახალგაზრდამ სასიკვდილოდ დაჭრა.

იხილეთ ასევე: დაჩი დარჩიას მკვლელობაში ბრალდებულის კმაყოფილების გამომხატველი ჟესტი სასამართლოზე (+ვიდეო)

მეზობლები ლაშა მახარაძის მკვლელობის შესახებ - სასტიკი შურისძიება ვაკეში

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს