მეზობლები ლაშა მახარაძის მკვლელობის შესახებ - სასტიკი შურისძიება ვაკეში

მეზობლები ლაშა მახარაძის მკვლელობის შესახებ - სასტიკი შურისძიება ვაკეში

მეზობლები ვარაუდობენ, რომ ლაშა მახარაძის მკვლელობა შურისძიებას უკავშირდება და მკვლელიც იმავე უბანში ცხოვრობს, სადაც - მახარაძე. ლაშა მახარაძის ოჯახს ბინა მრგვალ ბაღთან, ფალიაშვილის ქუჩაზე აქვს.

მათი ვარაუდით, პირს, რომელმაც მახარაძე მოკლა, თავსი დროზე უთანხმოება ჰქონდა მოკლულის ძმასთან, რომელიც დაახლოებით ერთი წლის წინ, ოჯახთან ერთად, ავარიაში დაიღუპა.

მეზობლების ამბობენ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მოკლული ლაშა მახარაძე პატიმრობიდან ამნისტიით იყო გათავისუფლებული. ერთ-ერთი ვერსიით, მახარაძე წვრილმანი ხულიგნობისთვის იყო ნასამართლევი და სასჯელი სრულად მოიხადა.

როგორც მოკლულის მეზობლებმა განგვიცხადეს, სავარაუდოდ ნასამართლევი იყო ლაშა მახარაძის ძმა, რომელიც გასულ წელს ოჯახთან ერთად ავარიაში დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ | "მისი ძმა ცოლთან და პატარა შვილთან ერთად ავარიაში გარდაიცვალა!" - აბაშიძეზე მოკლული ლაშა მახარაძის დიდი ოჯახური ტრაგედია

თბილისში, აბაშიძის ქუჩის N50-თან მკვლელობა წუხელ მოხდა. მოკლულია 25 წლის ლაშა მახარაძე. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მახარაძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ ესროლეს.

მახარაძე შემთხვევის ადგილიდან რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმების ინფორმაციით, საავამდყოფოში მიყვანისას მას გული უკვე გაჩერებული ჰქონდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. სხვა კომენტარი შს სამინისტროში ჯერ არ გაკეთებულა.

ლაშა მახარაძის მკვლელობა | ყველა მნიშნველოვანი დეტალი თეგზე #ლაშა მახარაძე

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია