"სანამ მათ ცხელ ტვინებში 37 წელი არ დამთავრდება, არაფერი ეშველება ამ ქვეყანას"

"სანამ მათ ცხელ ტვინებში 37 წელი არ დამთავრდება, არაფერი ეშველება ამ ქვეყანას"

საფრანგეთში მცხოვრები მწერალი და დოკუმენტალისტი პაატა ქურდაძე მსახიობ გია ცინაძის ("მყუდრო") განცხადებას ეხმაურება, რომელიც მან პატრიარქის შესახებ გააკეთა.

"სანამ ქართველი არტისტები, მწერლები, მსახიობები, მუსიკოსები დაჭერებზე და დახვრეტებზე ფანტაზმებს არ გადაეჩვევიან, სანამ ქვეყნის აღმშენებლობის დუღაბად ვიღაცის მიმართ გატარებულ რეპრესიებს მიიჩნევენ, სანამ მათ ცხელ ტვინებში 37 წელი არ დამთავრდება, მანამდე მართლა არაფერი არ ეშველება ამ ქვეყანას... ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული", - წერს ქურდაძე.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, მსახიობმა გია ცინაძემ (რომელსაც მაყურებელი ტელესერიალში შესრულებული გმირის სახელით - "მყუდრო" უფრო იცნობს) "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე განაცხადა: სანამ ისეთი მთავრობა არ მოვა, რომელიც ილია მეორეს დაიჭერს... ...მანამდე არაფერი გვეშველება".

იხილეთ ასევე: "ასეთი რამის მთქმელს *** აქვს!!!" - ბესო ზანგური გია ცინცაძის სკანდალურ განცხადებაზე

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს