იგეგმებოდა თუ არა ჭიკაიძის განეიტრალება - "ამის მტკიცებულებები და ფაქტები მაქვს..."

იგეგმებოდა თუ არა ჭიკაიძის განეიტრალება - "ამის მტკიცებულებები და ფაქტები მაქვს..."

"ალია" შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძესთან ინტერვიუს აქვეყნებს, რომელშიც ჭიკაიძე აცხადებს, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულება მზადდება, რომლის უკანაც "ნაციონალური მოძრაობის" მიერ კონტროლირებადი ჯგუფები დგანან. ამავე ინტერვიუში ჭიკაიძე აცხადებს, რომ ერთ-ერთი გეგმის ნაწილი მისი და მისი უწყების განეიტრალება იყო. Ambebi.ge გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.

- "კვირის ქრონიკამ" გამოაქვეყნა გიგი უგულავას სკანდალური წერილი ციხიდან, თუმცა ჩვენ მის ავთენტურობაზე თავს არ ვდებთ. წერილში გაშიფრულია მოქმედების სცენარი, უგულავა მოუწოდებს საკუთარ თანაპარტიელებსა და აქტივისტებს, რომ ქვეყანაში მოაწყონ სრული აპოკალიფსი. წერილიდან ირკვევა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" გვიან შემოდგომაზე აქციების ტალღას გეგმავს, პირველი სამიზნე კი თქვენი უწყებაა. რა პრევენციული ზომების გატარებას გეგმავთ?

- ამ კონკრეტულ წერილთან დაკავშირებით პასუხისგან თავს შევიკავებ, თუმცა გიდასტურებთ, რომ გარკვეულ პოლიტიკურ ძალებში იგეგმება ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკონსტიტუციური ქმედებები, ისინი ცდილობენ დესტაბილიზაციისა და დესტრუქციული ქმედებების განხორციელებას, პირველი დარტყმა, რა თქმა უნდა, მოვიდოდა ჩემზე და ჩემს სამინისტროზე. მათი მიზანი იყო, ჩემი და ჩემი თანამშრომლების განეიტრალება. რასაც ვამბობ, ამის მტკიცებულებები და ფაქტები მაქვს...

- კონკრეტულად რა ფაქტები გაქვთ, როგორ აპირებდნენ თქვენს განეიტრალებას?

- მოგეხსენებათ, რომ კამერების წინ მაინცდამაინც მჭევრმეტყველი არ ვარ, თქვენ ნახეთ, რომ დაიწყო ჩემი პიროვნებისადმი შეურაცხმყოფელი ეპითეტების გამოყენება. თუ ასეთი სუსტი ვარ, როგორც მინისტრი და სუსტი თანამშრომლები მყავს, მაშინ რაში სჭირდებათ ჩემთან ამხელა ბრძოლა? კონკრეტული ჯგუფები აპირებდნენ ამ ნიუანსების გამოყენებას. სამწუხაროდ, დაემთხვა მკვლელობების ფაქტები და მათი გეგმის ნაწილი იყო, რომ დაწყებულიყო სამინისტროს დისკრედიტაცია. იყო შეურაცხმყოფელი გამონათქვამები. ცდილობდნენ განწყობის შექმნას, რომ ქვეყანაში არის ქაოსი და შსს არის დემორალიზებული. ეს პირდაპირ მიმართულია იმისკენ, რომ შეფერხდეს ეკონომიკური განვითარება, არ შემოვიდეს ქვეყანაში ინვესტორი და საქართველოს შეუქმნან იმიჯი, თითქოს არსებობს საფრთხეები, მაგრამ თქვენ ნახეთ, რომ წელს საქართველოში იმდენი ტურისტი ჩამოვიდა, რამდენიც არასდროს ყოფილა.

ასევე დაგაინტერესებთ | "სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულება მზადდება" - შს მინისტრის სკანდალური ინტერვიუ სააკაშვილის საიდუმლო თათბირებსა და სამოქმედო გეგმაზე

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?