ირაკლი ვაჭარაძე ალეკო ელისაშვილის სამ უმძიმეს შეცდომას ასახელებს

ირაკლი ვაჭარაძე ალეკო ელისაშვილის სამ უმძიმეს შეცდომას ასახელებს

ლგბტ პირების უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობის" ლიდერი ირაკლი ვაჭარაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ალეკო ელისაშვილს საჯაროდ მიმართავს და მის "სამ უმძიმეს შეცდომას" ამხელს.

"ალეკო ელისაშვილს მსურს საჯაროდ მივმართო.

ბატონო ალეკო,

თქვენ მე ერთხელ უკვე მწარედ გამიცრუეთ იმედი, როდესაც დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, მაინც წაბრძანდით შსს-ში ადამიანების გაუპატიურების და წამების ვიდეოების საყურებლად და ამით თქვენ, მრავალ ადამიანთან ერთად, კიდევ ერთხელ შებღალეთ ადამიანთა პირადი ცხოვრების უფლება, მხოლოდ იმიტომ, რომ იქედან გამოსულს შეგძლებოდათ თავი გადაგექნიათ და ნაცმოძრაობა სისატიკეში გემხილებინათ (რასაც ვიდეოების ნახვის გარეშეც მშვენივრად ვახერხებთ ზოგიერთები).

მახსოვს როგორ გთხოვდით, რომ იქ არ წასულიყავით... იმედი მაქვს ახლა ნანობთ, რომ სხვის პორნოებს უყურეთ, მსხვერპლების ნებართვის გარეშე.

მეორედ, მაშინ გავხდი ცუდად, თქვენ ბოლო გადაცემაში ფაშისტი რომ დამისვით და საოცარი რამეები აძახებინეთ. მაშინ გადაცემიდან წამოვედი, რადგან თქვენ მაგიდის ქვემოთ დაიმალეთ და იმ ფაშისტს დაუთმეთ სივრცე.

იმედი მაქვს ახლა ნანობთ, რომ ფაშისტებს უთმობდით სივრცეს, რასაც წყენის, ტკივილის და გაბრაზების მეტი არავისთვის არაფერი სიკეთე მოუტანია.

ახლა კი მესამე უმძიმეს შეცდომას უშვებთ. არა, დიანა ტრაპაიძესა და თეონა გეგელიას ადგილის დაკავებას არ ვგულისხმობ. ეგ თქვენი მორალის და კოლეგიალობის ამბავია. ბუნებრივია, მე არ ვიზამდი, მაგრამ თქვენ მაგივრადაც ვერ განვსჯი. მესამე უმძიმეს შეცდომაში იმას ვგულისხმობ, რომ თქვენ ვერ ჩამოყალიბდით შემდეგში - დაუშვებელია, პოლიტიკურად წამგებიანია, ეთიკურად არასწორია და ყველანაირად ვნებს დემოკრატიას ჟურნალისტის პოლიტიკოსობა და პოლიტიკოსის ჟურნალისტობა. მედია უნდა იყოს თქვენი მაკონტროლებელი.

როგორ უნდა გახდეს მედია თქვენი მაკონტროლებელი თუ თქვენ თავად ხართ მედია?

კიდევ ერთხელ და ალბათ უკანასკნელად, დაბეჯითებით გთხოვთ, რომ არ დათანხმდეთ მაესტროს წამყვანის პოზიციას და დარჩეთ იქ, სადაც ხალხმა აგირჩიათ.

პატივისცემით", - წერს ვაჭარაძე.

იხილეთ ასევე: "ორი ადამიანი გაკაპასდა ჩემი დანიშვნით" - ალეკო ელისაშვილი

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს