"ფრთხილად იყავით, ტაქსებში ყველაფერზე ნუ ილაპარაკებთ" - გიორგი ზურაბიშვილი "მენტი" მძღოლების შესახებ

"ფრთხილად იყავით, ტაქსებში ყველაფერზე ნუ ილაპარაკებთ" - გიორგი ზურაბიშვილი "მენტი" მძღოლების შესახებ

სპორტული კომენტატორი გიორგი ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში, "შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი მეთოდს" ამხელს, რომელსაც ის "სამოქალაქო აზრის შესწავლის" მიზნით იყენებს:

"გუშინ ჩავჯექი ტაქსში, რომლის მძღოლიც აშკარად მენტი იყო. თავიდან რაცია დავუნახე. ვიფიქრე, ჩვეულებრივი ტაქსის რაცია იქნებოდა, მაგრამ შნური არ ქონდა, უფრო სხვანაირი რაცია იყო. ცოტა ხანში იქიდან ისეთი ტექსტები შემომესმა, დავეჭვდი. მერე ამ ტაქსისტმა თქვა რაღაც ფარულად, მიანიშნა მგზავრი მყავს, არაფერი ილაპარაკოთო. უკვე ვიეჭვე რაღაც. მთელი გზა, ხან ამ მთავრობას აგინებდა, ხან წინა მთავრობას. საკამათო თემებზე აზრს რადიკალურად აფიქსირებდა, აინტერესებდა თუ შევეკამათებოდი. ხმა არ ამომიღია. ამის მერე იმაზე დამიწყო საუბარი, თუ როგორ არ უნდა თავისი შვილის არსად გაშვება, რადგან კრიმინოგენული სიტუაცია გაუარესდა. აქაც რომ ვერ მიიღო ფიდბექი, ბლატნოი სიმღერები ჩამირთო, რეაქცია აინტერესებდა. მაგაზეც რომ არ მქონდა რეაქცია, თავი დამანება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი მეთოდია სამოქალაქო აზრის შესწავლის, ადამიანების ინტერესების და განწყობების გაგებისას, თუ რაღაც სხვა - არ ვიცი. მაინც ფრთხილად იყავით, ტაქსებში ყველაფერზე ნუ ილაპარაკებთ".

როგორ ვუმკურნალოთ Covid 19-ს სახლის პირობებში - ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის ვიდეოინსტრუქცია

"ძალიან სუსტი თამაში გვქონდა. ფეხბურთელებმაც ვერ ითამაშეს, არ იყვნენ აშკარად მზად და მწვრთნელი საერთოდ ნოლი" - გიორგი ზურაბიშვილი

"გამიჩერდა გული და იმდენი დენი გაატარეს ჩემში, სანამ არ ამიმუშავეს, სიკვდილის უფლებაც არ მომცეს..." - როგორია მიშა გომიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა