სოციალურ ქსელში ნიკუშა ნატროშვილის ახალი ფოტო ვრცელდება

სოციალურ ქსელში ნიკუშა ნატროშვილის ახალი ფოტო ვრცელდება

სოციალურ ქსელში ნიკუშა ნატროშვილის ახალი ფოტო ვრცელდება. ფოტოს ბექა მჭედლიშვილი ავრცელებს.

"ესეც ნიკუშა ნატროშვილი, რომლის გადარჩენასაც ბევრი თქვენგანი ცდილობდა, როგორც ჩანს შედარებით ჯანზეა, დღევანდელი ფოტოა.

თუმცა ოპერაცია ჯერ კიდევ წინ არის. მითქვამს და გავიმეორებ, მხოლოდ სიკეთე და ერთმანეთის სოლიდარობა გადაგვარჩენს", - აღნიშნულია ფოტოს აღწერაღი.

შეგახსენებთ, რომ მეგობრისგან განწირული 24 წლის ნიკუშას შესახებ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ივლისში გახდა ცნობილი. მას კიკეთში მეგობარმა ავტომატის ჯერი დაახალა და მიიმალა. ის იყო, თვითმხილველებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, რომ გზაზე მანქანა შენიშნეს და დახმარება ითხოვეს. მძღოლმა დაჭრილი მაშინვე თავის მანქანაში გადაიყვანა და თბილისისკენ დიდი სიჩქარით დაიძრა. წყნეთის გზაზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა შემოხვდათ და დაჭრილი მანქანაში გადაიყვანეს. როგორც ექიმები ამბობენ, რომ არა ოპერატიულობა, შესაძლოა, ნიკა დაღუპულიყო.

იხილეთ ასევე: კიკეთში, მეგობრისგან ჩაცხრილული 24 წლის ნიკუშა ნატროშვილის გადარჩენისთვის Facebook-ზე ერთიანდებიან

8 მაისს ნიკა ნატროშვილის გადასარჩენად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს