რუსი მოძღვარი ეშმაკით შეპყრობილ მამაკაცზე "ამხედრდა" - ეგზორციზმი რუსულად?

რუსი მოძღვარი ეშმაკით შეპყრობილ მამაკაცზე "ამხედრდა" - ეგზორციზმი რუსულად?

რუსი მოძღვარი ეშმაკით შეპყრობილი მამაკაცისთვის უჩვეულო რიტუალს ატარებს: ეკლესიის ეზოში დაოთხილ "ეშმაკისეულზე" შემომჯდარი სასულიერო პირი მას ლოცვებს უკითხავს, პროცესს კი ასობით თვითმხილველი ესწრება. ვიდეოს ინტერნეტში უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.

ისინი, ვინც სასულიერო პირს ნეგატიურად არ აფასებენ, ამბობენ, რომ ეს კვეთებულის ლოცვაა. დანამდვილებით იმის თქმა, თუ რა რიტუალს ასახავს კადრები, ძნელია, ვინაიდან მათზე რომელიმე სასულიერო პირს არ უსაუბრია.

იხილეთ ვიდეო

ზოგადად, რა არის კვეთებულის ლოცვა და რა შემთხვევაში უკითხავენ ადამიანს? - ამ თემაზე Ambebi.ge რამდენიმე თვის წინ, იმ პერიოდში თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, მამა თეოდორე გიგნაძეს ესაუბრა.

"კვეთებულის ლოცვა ტარდება ადამიანზე, რომელიც არის ერთის მხრივ, მორწმუნე და მეორეს მხრივ, მას აქვს წართმეული ნება ბოროტისაგან. უამრავი სიმპტომი არსებობს იმის გასაგებად, აქვს თუ არა ნება წართმეული ადამიანს, მათ შორის ზოგიერთი შიზოფრენიის სხვადასხვა ფორმას ჰგავს. კვეთებულის ლოცვა რომ წაიკითხოს მღვდელმა, მას სამღვდელო მადლის გარდა, განსაკუთრებული ნიჭი და კურთხევა სჭირდება...

....კვეთებულის ლოცვა მაშინ უტარდება ადამინს, როცა ნება წართმეული აქვს. თუ ადამიანს აქვს ბრძოლის უნარი არაჯანსაღ და ცოდვიან გულის თქმებთან, ადამიანი თვითონ იბრძვის და ვერავის გადააბარებს მის ცოდვას. თუ ადამიანი ვერ ერევა ცოდვას, იმიტომ რომ არ უნდა ბრძოლა, მასზე კვეთებულის წაკითხვა აბსურდია. შეიძლება ძალიან უნდოდეს ეშმაკის წინააღმდეგ ბრძოლა, მაგრამ ეშმაკის მიმართ წართეული ჰქონდეს ეს ძალა. პავლე მოციქული ამბობს, სისხლამდე წინ უნდა აღვუდგეთო ცოდვას და თუ აქვს ასეთი ბრძოლა პოტენციაში ადამიანს, თავად უნდა იბრძოლოს, ის რომ კომფორტი მოიწყოს და არაფერი აკეთოს თვითონ, სხვას მისი შინაგანი სამყარო გაათავისუფლებინოს, ეს აბსურდია, ქრისტიანულ სამყაროში ასეთი რამ არ ხდება. მე სკეპტიკურად ვუყურებ ერთ რამეს, მასობრივად რომ ხდება კვეთებულის ლოცვების კითხვა. იქ ისეთი სიტუაციაა, შეიძლება ამან სხვა ადამიანის ფსიქიკაზე იმოქმედოს, რადგან მძიმე საყურებელია. ეშაკის გამძვინვარება იწყება, როცა იწყება ლოცვა. ადამიანს, რომელსაც ეს პრობლემა არ აქვს, არ მგონია მისთვის სასარგებლო იყოს ამის ყურება. ეს ჩემი აზრია", - განუცხადა მამა თეოდერომ Ambebi.ge-ს.

იშვიათი შემთხვევა - კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეელი ოფიციალური პირის მკვლელობისთვის ბოდიში მოიხადა

ვლადიმერ პუტინი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს

"მათი სამიზნე რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის საქართველო იყო" - "ფეისბუქმა" რუსეთში შექმნილი ყალბი გვერდები და ანგარიშები წაშალა