"მზიურში" ნაპოვნი დაღუპული გოგონა ივლიტა ჯიბუტი აღმოჩნდა

"მზიურში" ნაპოვნი დაღუპული გოგონა ივლიტა ჯიბუტი აღმოჩნდა

"მზიურში" ნაპოვნი გოგონას ცხედარის პროზექტურაში გადასვენების შემდეგ მისი იდენტიფიცირება გახდა შესაძლებელი. გარდაცვლილი ივლიტა ჯიბუტი აღმოჩნდა, რომელსაც რამდენიმე დღის განმავლობაში მაშველები და მოხალისეები უშედეგოდ ეძებდნენ.

შეგახსენებთ, რომ თბილისში 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად, ადიდებულმა მდინარე ვერემ 24 წლის ივლიტა ჯიბუტი გაიტაცა. იგი მეუღლესთან და ახლობელ გოგონასთან ერთად ვერეს ხეობაში ცხოვრობდა.

მდინარის ადიდების დროს ივლიტა მეუღლესთან და მეგობართან ერთად თავის გადასარჩენად სახლის სახურავზე ავიდა, თუმცა, მოვარდნილმა ნიაღვარმა სამივე გაიტაცა. მისი მეუღლის გადარჩენა მაშველებმა შეძლეს.

"ნეტავ, ვის ეძებს მამაო?!" - დაკარგულ ივლიტა ჯიბუტს მამა ეძებს

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია