ტუნისის საკურორტო ქალაქში ტურისტებით სავსე სასტუმროს თავს დაესხნენ - დაღუპულია 30-მდე ადამიანი

ტუნისის საკურორტო ქალაქში ტურისტებით სავსე სასტუმროს თავს დაესხნენ - დაღუპულია 30-მდე ადამიანი

ბოლო განახლება| რას ყვება თვითმხილველი ტუნისის სასტიკი ტერაქტის დეტალებზე

ტუნისის საკურორტო ქალაქ სუსიში ტურისტებით სავსე სასტუმროზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა მომხდარს "ტერორისტული თავდასხმა" უწოდა. გავრცელებული ცნობით, შემთხვევის ადგილზე ერთ-ერთი შეიარაღებული პირი პოლიციამ მოკლა. სხვა დეტალები მომხდართან დაკავშირებით ჯერ უცნობია.

ქალაქი სუსი ტუნისში ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილს წარმოადგენს.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა