სოფო ნიჟარაძე დაკითხვაზე დაიბარეს

სოფო ნიჟარაძე დაკითხვაზე დაიბარეს

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა დაკითხვაზე დაიბარა.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად ნიჟარაძე წერს და კონტრდაზვერვის დეპარტამენტისგან გაგზავნილ უწყებას აქვეყნებს. უწყების მიხედვით, ნიჟარაძე დაკითხვაზე ხვალ, 12:00 საათზე, ე.წ. მოდულის შენობაში უნდა გამოცხადდეს.

არსებული ინფორმაციით, დაკითხვაზე დაბარებულია თემურ ჯანაშიაც, რომელსაც უკრაინულ მედიაში გავრცელებულ ჩანაწერში, თითქოსდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ახსენებენ.

ნიჟარაძისა და ჯანაშიას დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით "ინტერპრესნიუსი" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა. სააგენტო უწყების ოფიციალურ კომენტარს ელოდება.

ასევე იხილეთ:

uarevo.in.ua-ზე მიხეილ სააკაშვილის ახალი სკანდალური ჩანაწერები ვრცელდება

მიხეილ სააკაშვილისა და სოფო ნიჟარაძის საუბრის ფარული ჩანაწერი გავრცელდა

ნახეთ| ნიკა გვარამიას რეპლიკა ნოდარ მელაძეს მას შემდეგ, რაც ის სოფო ნიჟარაძემ სააკაშვილთან არაკორექტულად მოიხსენია

ასევე ნახეთ| "Je suis ნოდარ მელაძე" - როგორ ამხნევებენ ჟურნალისტები კოლეგას, რომელსაც სოფო ნიჟარაძემ შეურაცხყოფა მიაყენა

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ