თბილისში, კერძოდ დიდ დიღომში მდებარე 213-ე ბაღში მომხდარ შემთხვევაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და მუქარას გულისხმობს. თბილისში, დიდ დიღომში მდებარე 213-ე საბავშვო ბაღში ერთ-ერთი ბავშვის მამა სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით შევიდა.
არსებული ინფორმაციით, იგი შვილს მოუწოდებდა, რომელი ბავშვიც აბრაზებდა, მისთვის ესროლა.
მომხდარი ბაღის დირექტორმა ბაღების განვითარების სააგენტოს შეატყობინა, რის შემდეგაც ადგილზე პოლიცია მივიდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იყო.
"მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც იარაღი ამოიღო" - ბაღის დირექტორის კომენტარი მომხდარ ინციდენტზე
გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!
AMBEBI.GE/საზოგადოება