"ეჭვი მაქვს ხომ არ თამაშობს ომარიო..." - რას წერდა მაგდა პაპიძე დედას

"ეჭვი მაქვს ხომ არ თამაშობს ომარიო..." - რას წერდა მაგდა პაპიძე დედას

თბილისის საქალაქო სასამართლომ უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. მისი ადვოკატი ხათუნა ჩხაიძე ბრალდებულის გათავისუფლებას ითხოვდა და აცხადებდა, რომ ახალგაზრდა ქალს შვილი და ქმარი არ მოუკლავს.

"არ მჯერა, რომ ეს ჩემმა შვილმა გააკეთა. მე მკვლელი შვილი არ გამიზრდია" - ამის შესახებ ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის დედამ სასამართლო პროცესის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ლია შამუგიას თქმით ის ანკარაში მუშაობდა და იქედან ეხმარებოდა შვილს: "თავიდან ცოლ-ქმარს ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, შემდეგში ურთიერთობა დაეძაბათ, რადგან ჩემს სიძეს დალევა უყვარდა. როგორც ყველა ახალგაზდა, ისიც სვამდა, სიმთვრალეში კი ძალიან ცუდ ხასიათს ავლენდა. ომარს ვალი რამდენი ჰქონდა, ამას არ ამბობდა. სახლიდან გაჰქონდა ოქროულობაც და იკარგებოდა ნივთები. მესიჯიც კი მაქვს ჩემი ქალიშვილის შენახული, რომელშიც მწერს, ეჭვი მაქვს ხომ არ თამაშობს ომარიო. თან ავარია მოუხდა, ორი მანქანა დაამტვრია, ღობეც დააზიანა და ვალები დაედო. საქართველოში არ ვიყავი და ბოლო დროის ამბები დეტალურად არ ვიცი. მე იქ ვცდილობდი ჩემი შვილისთვის რამე მომეგროვებინა, რომ მათთვის ბინა მეყიდა, რადგან ყველამ ნახეთ, რა პირობებში ცხოვრობდნენ, ამ ტრაგედიის მერე ჩამოვედი.

დამიჯერეთ, ის თავის შვილს არ მოკლავდა. რომელი დედა მოკლავს შვილს?! თქვენ არ იცით როგორ უყვარდა თორნიკე, როგორი დედა იყო. ბავშვს ეტყობა ტუჩზე ნაჭდევი, თვალები ჩალურჯებული აქვს, ამას მაგდა როგორ იზამდა?! ვფიქრობ, აქ გარეულია მესამე პირი, ვინც მას შვილი გაუგუდა. დარწმუნებული ვარ, ჩემი შვილი თორნიკეს არ მოკლავდა! დამიჯერეთ, თითით საჩვენებელი დედა იყო. არ იცით როგორ მყავს გაზრდილი ჩემი შვილები. ორი გოგო გავზარდე. ეს საშინელი ტრაგედიაა, შოკში ვარ. დედამ შვილი როგორ უნდა მოკლას, ვერ წარმომიდგენია. საშინელ დღეში ვარ, შინ ორი მიცვალებული გვისვენია, ფაქტობრივად, ჩემი შვილიც მკვდარია" განაგრძეთ კითხვა "კვირის პალიტრის" საიტზე

ასევე წაიკითხეთ:

მაგდა პაპიძე ვერ იტანდა მეუღლეს - პროკურატურა

რას ჰყვება მაგდა პაპიძე მკვლელობის ღამის შესახებ- ჩვენების დეტალები

"მე მკვლელი შვილი არ გამიზრდია" - მაგდა პაპიძის დედის კომენტარი

მაგდა პაპიძის წინააღმდეგ ჩვენება მისმა მეგობარმა მამაკაცმა მისცა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია