ცოცხალი მუსიკა ბენზინგასამართ სადგურებზე - "სოკარის" საახალწლო სიურპრიზი

ცოცხალი მუსიკა ბენზინგასამართ სადგურებზე - "სოკარის" საახალწლო სიურპრიზი

კომპანია "სოკარ ენერჯი ჯორჯია" ათ ბენზინგასამართ სადგურზე მომხმარებელს საახალწლო განწყობისათვის ცოცხალ მუსიკას შესთავაზებს. თამარაშვილის ქუჩაზე არსებულ "სოკარ ენერჯი ჯორჯიას" ბენზინგასამართ სადგურზე კომპანიამ მომხმარებელს დღეს სწორედ ასეთი მომსახურება შესთავაზა. აღნიშნულ ბენზინგასამართ სადგურზე საახალწლო მუსიკა ჟღერდა, ასევე მუსიკოსი საქსაფონზე ცოცხლად ასრულებდა. კომპანია "სოკარ ენერჯი ჯორჯიას" მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირაკლი ზუბიტაშვილმა განაცხადა, რომ მუსიკა არის სიახლე, რომელიც კომპანია "სოკარმა" საახალწლო განწყობის შესაქმნელად თავის მომხმარებელს შესთავაზა. ამასთან, 29 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მუსიკოსი საკრავ ინსტრუმენტზე პერსონალურად მომხმარებლისთვის დაუკრავს და ცოცხალ მუსიკას შესთავაზებს.

"ჩემი აზრით, საახალწლო განწყობისათვის კარგი იდეაა და მე იმედი მაქვს, რომ მომხმარებელი შესაბამისად შეაფასებს. თავდაპირველად გამუსიკალურებული იქნება ათი ბენზინგასამართი სადგური და იმის მიხედვით, თუ როგორი რეაგირება იქნება მომხმარებლისაგან, შესაბამისად სხვა ბენზინგასამართი სადგურის გამუსიკალურება მოხდება", - განაცხადა ირაკლი ზუბიტაშვილმა. მისივე თქმით, 2016 წლის განმავლობაში "სოკარი" მომხმარებელს მრავალ სიურპრიზს შესთავაზებს. მისივე განცხადებით, "სოკარი" არის რებრენდინგის პროცესში, იგი გლობალური კომპანიაა. "დღესდღეობით "სოკარის" ბენზინგასამართი სადგურები ასევე წარმოდგენილია უკრაინაში, რუმინეთში, შვეიცარიაში. მომხმარებლებისთვის გლობალური სტანდარტის ხარისხი ინერგება, რომელიც ერთიანი იქნება აღნიშნული ქვეყნებისათვის", - განაცხადა ზუბიტაშვილმა. ამ დროისთვის "სოკარს" საქართველოში 115 ავტოგასამართი სადგური აქვს.

(R)

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი