ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბიძინა კუჭავას ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული

ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბიძინა კუჭავას ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული

"საქართველოს ხმის" დამფუძნებლის ბიძინა კუჭავას ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული "საქართველოს ხმის" დამფუძნებლის ბიძინა კუჭავას ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული და ექსპერტიზა უტარდება. რაც შეეხება მის მეუღლეს, არსებული ინფორმაციით, ის მოდულის შენობაში დაკითხვაზე იმყოფება.

იხილეთ ვიდეო

გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა კუჭავა ეჭვმიტანილია სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის, ვახტანგ ქირიას მკვლელობაში, რის შემდეგაც ის მიმალვას ცდილობდა, მას შემდეგ კი, რაც გამოძიება მის კვალზე გავიდა, თავი მოიკლა. ასევე, არსებული ინფორმაციით, ქავთარაძის ქუჩაზე არსებული სახლი, სადაც პროკურორის ცხედარი აღმოაჩინეს, ბიძინა კუჭავას ჰქონდა დაქირავებული.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ცნობით, სამართალდამცველებმა სავარაუდოდ პროკურორის მკვლელობის საქმეზე "საქართველოს ხმის" დამფუძნებლის სახლი გუშინ გაჩხრიკეს და დაკითხვაზე დაიბარეს მისი მეუღლე. სახლიდან წაღებულია კომპიუტერები, დისკები და მეხსიერების ბარათებიც.

"ამ დილით ვიყავი, ოჯახს არ აქვს ინფორმაცია. მივიდნენ ჩხრეკვაზე. ცოლიც სამმართველოში დაიბარეს. ბავშვი იყო და სიდედრი სახლში. არ იციან სად არის ის. კომპიუტერიც წაღებულია. თერთმეტი საათის შემდეგ არ იციან სად არის. ბიძინა არის მოდულშიო ასე ამბობენ", - აცხადებს "საქართველოს ხმის" დირექტორი მამუკა კუჭავა "კურიერთან" სატელეფონო საუბრის დროს.

არსებობს ინფორმაია, რომ ბიძინა კუჭავა და ვახტანგ ქირია ნათესავები იყვნენ.

სამართალდამცველებმა პროკურორის მკვლელობის საქმეზე "საქართველოს ხმის" დამფუძნებლის სახლი გაჩხრიკეს

გავრცელებული ინფორმაციით, პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელმა თავი მოიკლა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია