კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
13:21 / 17-01-2016
გავრცელებული ინფორმაციით, პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელმა თავი მოიკლა
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის სავარაუდო მკვლელმა თავი მოიკლა, - ამის შესახებ ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს. "მოამბის" ინფორმაციით, 50 წლამდე ასაკის მამაკაცმა, რომელიც ვახტანგ ქირიას ნათესავი იყო, სიცოცხლე თვითმკვლელობით მას შემდეგ დაასრულა, რაც სამართალდამცველები მის კვალზე გავიდნენ.

ამასთან, "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ბინა, რომელშიც წუხელ ქირიას გვამი აღმოაჩინეს, სწორედ მკვლელის დაქირავებული იყო. პროკურორის სავარაუდო მკვლელის მიერ თვითმკვლელობის და სხვა დეტალების შესახებ ოფიციალური უწყებები ჯერჯერობით არ საუბრობენ.

იხილეთ ვიდეო


სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი ვახტანგ ქირია გუშინ მოკლული იპოვეს. პროკურორის ცხედარი ქავთარაძის ქუჩაზე #35-ე სკოლასთან მდებარე კორპუსის პირველ სართულზე აღმოჩინეს. შემთხვევის ადგილზე მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი იმყოფებოდნენ. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

ვახტანგ ქირიას შვილმა განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ მედისგან შეიტყო. ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტლის 24-ე კორპუსის მცხოვრებლები კი პირად საუბრებში ამბობდნენ, რომ სამართალდამცველები რამდენიმე დღეა მათ ბინებს ამოწმებდნენ.

ადგილზე იმყოფებოდა მთავარი პროკურორის მოადგილე, გიორგი გაბიტაშვილი, რომელმაც დაადასტურა, რომ ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტალში, 24-ე კორპუსში, აღმოჩენილი მამაკაცის ცხედარი ვახტანგ ქირიაა. კითხვაზე, არის თუ
არა ის მოკლული, გაბიტაშვილმა აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, მოკლულია, თუმცა, მისივე თქმით, ოფიციალური განცხადება მოგვიანებით გავრცელდება.

სამეგრელო-ზემო სვანეთის უფროს პროკურორს ვახტანგ ქირიას რამდენიმე დღე ვერ პოულობდნენ. ქირია სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. მისი ტელეფონი კი რუსთავში, ქუჩაში იპოვეს, მაგრამ თავად არსად ჩანდა. ასევე ვერ აგნებენ ქირიას ავტომობილს.

პროკურორის გაუჩინარების ვერსიებზე საუბრობდა "რუსთავი 2". ერთ-ერთ ვერსიად მისი სამსახურეობრივი საქმიანობა სახელდებოდა. კერძოდ, ქირია ზუგდიდის საოლქო პროკურატურაში მუშაობდა და მას ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარი დანაშაულები ებარა. ასევე ტელეკომპანიის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ მას უცნობმა პირებმა დაურეკეს, იგი სახლიდან გავიდა, მან მობილურ ტელეფონს მხოლოდ ერთხელ უპასუხა, ხოლო შინ აღარ დაბრუნებულა.

"ინტერპრესნიუსი"

ბინა, სადაც, სავარაუდოდ, პროკურორ ვახტანგ ქირიას ცხედარი აღმოაჩინეს ქირავდებოდა


პროკურორი ვახტანგ ქირია სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული
18:59 / 17-01-2016
tngh
0
რამდენი შერლოქ ჰომსია ამ ქვეყანაში. გაციება მაინც აცადეთ ცხედრებს და მერე იჭორავეთ.
17:20 / 17-01-2016
temo
0
ჯერ სადა ხართ. დაერევიან ერთმანეთს. ბიძინასაც მალე მიხედავენ. ხალხის სისხლის მსმელებბი გვყავს სათავეში. ცოდვები თავს არ დამალავს.სააკაშვილის დრო სანატრელი გაგიხდებათ.
მსგავსი სიახლეები
+VIDEO: ბინაში კიდევ ერთ ადგილზეა სისხლის კვალი აღმოჩენილი
"შეიძლება ითქვას, რომ მოტივი არ უნდა იყოს დაკავშირებული ქირიას სამსახურებრივ საქმიანობასთან"
ვახტანგ ქირიას ე.წ. კასრების საქმეზე არცერთ დოკუმენტზე ხელი მოწერილი არ აქვს - ადვოკატი
+VIDEO: საქმე არ არის გამოძიებული, დასკვნები არ დადებულა და ბიძინა კუჭავა გამოჰყავთ მანიაკალურ პიროვნებად
უწყებაში განმარტავენ, რომ ე.წ. კასრების საქმეზე გამოძიება 2013 წლის 15 ივნისს დაიწყო
შს სამინისტრომ ვახტანგ ქირიას საქმეზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
19:36 / 23-09-2017  Image ბოლო ინფორმაცია დაბა წაღვერიდან - არსებობს თუ არა ხანძრის გავრცელების საფრთხე
"სიტუაციას ამ ეტაპზე ვაკონტროლებთ"
16:26 / 23-09-2017  Image მოქალაქეების საოცარი ჟესტი: ათასობით ამსტერდამელი მომაკვდავი მერის სახლთან შეიკრიბა მისთვის პატივის მისაგებად
+VIDEO ტაშისა და აპლოდისმენტების შემდეგ, შეკრებილებმა სიმღერა "Aan de Amsterdamse grachten" შეასრულეს
11:10 / 23-09-2017  Image "შეერთებულ შტატებს "ომი" აქვს რუსეთთან..." - მორგან ფრიმანის ვიდეომიმართვამ რუსები განარისხა
"ემოციური გადატვირთვის მსხვერპლი" - მორგან ფრიმანი რუსული საზოგადოების კრიტიკის ქარცეცხლში
22:48 / 22-09-2017  Image ლვოვის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოაცხადა
+VIDEO მოსამართლის გადაწყვეტილებით მიხეილ სააკაშვილი ცნობილია დამნაშავედ
15:44 / 23-09-2017  Image საოცარი სახლი, სადაც ტიციან ტაბიძის და ნინო მაყაშვილის სიყვარული ცხოვრობდა...
მისაღებში ახლაც დგას ის ძველი მრგვალი მაგიდა, რომელზეც ზამთარ-ზაფხულ წითელმიხაკებიანი ლარნაკი იდგა...
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49