"თქვენ ცუდ თამაშს თამაშობდით მაშინ..." - რაზე ეკამათა ბიძინა ივანიშვილი ბიძინა კუჭავას 2013 წელს

"თქვენ ცუდ თამაშს თამაშობდით მაშინ..." - რაზე ეკამათა ბიძინა ივანიშვილი ბიძინა კუჭავას 2013 წელს

პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებული ბიძინა კუჭავა, რომელიც ტელე-რადიო კომპანია "საქართველოს ხმის" დამფუძნებელი იყო, მედიასთან ბიზნეს-კავშირის მიუხედავად, ტელევიზიით თუ ბეჭდურ მედიაში თითქმის არასდროს გამოჩენილა. ერთადერთი საჯარო კადრები, რომელშიც ბიძინა კუჭავა ჩანს, 2013 წელსაა გადაღებული, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

იხილეთ ვიდეო შეხვედრიდან

შეხვედრაზე პრემიერსა და ტელე-რადიო კომპანიის დამფუძნებელს შორის მცირე შეკამათება მოხდა. როცა კუჭავამ კითხვის დასმის უფლება ითხოვა, ივანიშვილმა მას მათი ძველი შეხვედრა გაახსენა: "ის ბიძინა ხართ მაშინ რომ მოხვედით ჩემთან? ახლა აღარ გაგახსენებთ... ძალიან ცუდი პოზიცია გქონდათ. სხვათა შორის, მე თქვენთან შეხვედრის სურვილი მქონდა. ის, რაც თქვენ მაშინ ითამაშეთ, იყო ძალიან საეჭვო და ძალიან ცუდი. მინდოდა შეგხვედროდით და პასუხი მომეთხოვა იმ პოზიციისთვის, რაც თქვენ დააფიქსირეთ არჩევნების შუა პერიოდში. ჩემი გადმოსახედიდან, თქვენ ცუდ თამაშს თამაშობდით მაშინ. თქვენ ძალიან ცუდი როლი ითამაშეთ მაშინ და ძალიან ცუდი პოზიციით მობრძანდით ჩემთან, როცა ოპოზიციაში ვიყავი", - მიმართა ივანიშვილმა კუჭავას.

"მართლა? ძალიან საინტერესოა. სიამოვნებით შეგხვდებით თუ სურვილი გექნებათ. მინდოდა მეთხოვა კიდეც, ეს შეხვედრა რომ დამთავრდება, თუ დრო გექნებათ, 30 წამით ვისაუბროთ", - ასე უპასუხა ივანიშვილის კრიტიკას კუჭავამ, რომელსაც საბოლოოდ, საჯაროდ კითხვა არ დაუსვამს პრემიერისთვის, თუმცა, როგორც ამ შეხვედრაზე მყოფი მედიის სხვა წარმომადგენლები იხსენებენ, პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ "საქართველოს ხმის" დამფუძნებელმა ყოფილ პრემიერთან განცალკევებით რამდენიმე წუთის მანძილზე ისაუბრა.

ასევე წაიკითხეთ:

რა აკავშირებდა აზარტული მოთამაშის მკვლელობასთან პროკურორის მკვლელობაში ბრალდებულ ბიძინა კუჭავას?!

რას ყვება ბიძინა კუჭავას მეუღლე 18-საათიანი დაკითხვის შემდეგ - "კითხვები გამაჩნია მე და ჩემს ოჯახს"

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა "საქართველოს ხმის" დამფუძნებლის შესახებ სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."